როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები სამშენებლო სფეროში - Global Benefits Georgia-ს რჩევები
ფოტო: Global Benefits Georgia
სამშენებლო კომპანიების გაკოტრება, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევები, ათასობით ოჯახი, რომელიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, საცხოვრებლის გარეშე დარჩა - ამ და სხვა პრობლემების შესახებ მედია ყოველდღიურად იუწყება.
უცხოური გამოცდილება, რომელიც ამ კუთხით მიღებულ ქმედით გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, გვასწავლის, რომ მშენებლობების დაზღვევით უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება შეიძლება.
მშენებლობის დაზღვევის თემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდშია აქტუალური, თუკი გავითვალისწინებთ იმ არასახარბიელო გამოცდილებას, რაც არაერთმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან ურთიერთობისას... ბოლო დროს გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა, რომლებმაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებზე და დამატებითი ბერკეტების ამოქმედებაზე დააფიქრა. თბილისის მერიამ უკვე გაამკაცრა კონტროლი მშენებლობებზე, დაწესდა 30 000-ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პირველივე შემთხვევაში. ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ მსხვილი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებიც. თანდათან იცვლება დამოკიდებულება მყიდველების მხრიდანაც. სულ უფრო მეტი პოტენციური მყიდველი ეძებს ისეთ მშენებლობას, სადაც რისკი მაქსიმალურად გამოთვლილი და დაზღვეული იქნება. ბევრად უფრო მიმზიდველი და სანდოა სამშენებლო კომპანიისგან ისეთი შეთავაზება, რომელიც დაზღვევით არის გამყარებული.
სამშენებლო რისკების დაზღვევისას სადაზღვევო კომპანია შეისწავლის რისკებს, კონტრაქტორების გამოცდილებას, აფასებს შესასრულებელ სამუშაოს და ადგენს მშენებლობის სირთულეს.
დაზღვევით სარგებლობა მშენებლობის პროცესში ჩართულ ნებისმიერ მხარეს შეუძლია და შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, დაზღვეულია ყველა, - იქნება ეს პერსონალი, კონტრაქტორი თუ კლიენტი.
პირველი, ვისაც სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებმა თამამად შეიძლება მიმართონ, არის Global Benefits Georgia, რომელიც წარმატებულმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიამ – Global Benefits Group-მა დააფუძნა. უცხოელი პარტნიორის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, Benefits აანალიზებს თითოეული კლიენტის საქმიანობას და მომხმარებელს მოქნილ და მასზე ინდივიდუალურად მორგებულ ისეთ სერვისს სთავაზობს, რომელიც კონკრეტულად მის საჭიროებებს პასუხობს. სამედიცინო და ჯანმრთელობის, თუ ქონებრივი და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა, – კომპანიას სადაზღვევო პროდუქტების საკმაოდ ფართო ჩამონათვალი აქვს, მათ შორისაა სამშენებლო რისკების დაზღვევაც, რასაც კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, სწორედ ამიტომ, სამშენებლო რისკების დაზღვევის თემაზე სასუბროდ მივმართეთ Global Benefits Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ანა გვენეტაძეს.
ქალბატონო ანა, რატომ გახდა აუცილებელი მშენებლობების დაზღვევა?
მშენებლობა კომპლექსური პროცესია, სადაც პოტენციურად რისკის განვითარება რამდენიმე მიმართულებითაა შესაძლებელი, - დასაქმებული პერსონალის დაშავების, უხარისხო მასალით გამოწვეული დაზიანების ან გაუმართავი სპეცტექნიკით მუშაობისას სამშენებლო პროცესის შეფერხების შემთხვევებში. ასეთ დროს, ბუნებრივია, ზარალდება როგორც სამშენებლო კომპანია და მასში მონაწილე ყველა მხარე, ისე კლიენტიც.
სამშენებლო რისკების დაზღვევა სწორედ ასეთი რისკების მართვას ითვალისწინებს და მათი ხდომილების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიას ფინანსურ დანაკარგებს არიდებს თავიდან.
რა უცხოური გამოცდილება არსებობს ამ კუთხით?
სამშენებლო რისკების დაზღვევა ევროპასა და ა.შ.შ.-ში მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან განვითარდა და გამოიყენებოდა იმ პერიოდში აქტიურად მიმდინარე მშენებლობებისთვის, რაც უხარისხო მშენებლობების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებდა. ამ პროცესში ადგილობრივი მთავრობები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.
უფრო კონკრეტულად, რა პრობლემებს ააცილებს თავიდან დაზღვევა მშენებლებსა და მომხმარებლებს?
ამ მიმართულებით კომპანიის დაზღვევა მოიაზრებს საქმიანობის ყველა საფეხურზე აღმოცენებული რისკებისას ფინანსური ზარალის მინიმუმამდე დაყვანას. სამშენებლო მასალის დაზიანება ობიექტზე, ობიექტის ძარცვა, შენობა-ნაგებობების ჩაბარების საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა, მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და დასაქმებული პერსონალის უბედური შემთხვევა ან ჯანმრთელობის დაზიანება. როცა სამშენებლო კომპანიას ასეთი რისკები აქვს დაზღვეული, მშენებლობის შეფერხების ალბათობა ზემოაღნიშნული პროცესების გამო ნაკლებია, შესაბამისად, ის დროულად ასრულებს მომხმარებელთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
რა შედის სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებაში ამ მიმართულებით?
სადაზღვევო კომპანია, როგორც ფინანსური ინსტიტუტი,სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში, ანაზღაურებს იმ ზარალს, რაც გამოწვეული იყო დაზღვეული რისკის ხდომილებით.
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
კომენტარები