გერმანიაში სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები დასრულდა
ფოტო: European Parliament
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ საარჩევნო ბლოკსა და სოციალ-დემოკრატებს შორის სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელბს. ქვეყნის მომავალ მთავრობას ეს ორი პარტია ჩამოაყალიბებს.
7 თებერვალს, დასრულდა სამთავრობო კოალიციის შესახებ მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კონსერვატორებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქმედმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, მარტინ შულცმა განაცხადეს, რომ კოალიციური შეთანხმება მიღწეულია. შეხვედრა 20 საათი გრძელდებოდა.
მხარეებს ჯერჯერობით მთავრობის ზუსტი შემადგენლობა არ დაუსახელებიათ, თუმცა გერმანული პრესაში არსებული ინფორმაციით, მინისტრა კაბინეტი უკვე დაკომპლექტებულია.
მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის შესახებ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მიმდინარე მოლაპარაკებები გერმანიის ისტორიაში ყველაზე ხანგძლივი იყო. საშუალოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, გერმანიაში სახელისუფლებო კოალიიცის შექმნას 45-55 დღე სჭირდებოდა.
დღევანდელი მდგომარეობით კი, ჯერ კიდევ მოქმედებს მინისტრთა კაბინეტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაშლილიყო. მოქმედი მინისტრთა კაბინეტეის სამუშაო ვადა 4 თვის წინ დასრულდა, თუმცა რადგან ვერ მოხერხდა ახალი კაბინეტის ფორმირება, მთავრობა იგივე შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას.
არჩევნების დასრულებიდან მალევე, ქრისტიან დემოკრატიულმა ბლოკმა დაიწყო მოლაპარაკებები, ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან და მწვანეებთან, თუმცა მხარეებმა ვერ მოახერხეს პოზიციების შეჯერება. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება დაწყებულიყო მოლაპარაკებები სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. კოალიციას კონსერვატორებსა და სოციალ-დემოკრატებს შორის დიდ კოალიციას უწოდებენ. სწორედ ასეთი კოალიცია მართავდა გერმანიას 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც.
მიღწეული შეთანხმება სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა უნდა დაამტკიცონ დიდი ალბათობით. მხარდაჭერის შემდეგ ახალი მინისტრთა კაბინეტი მუშაობს მარტში შეუდგება. წინა არჩევნების შემდეგ დამტკიცების პროცესს სულ სამი დღე დასჭირდა.
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 15 სამინისტრო პოსტი შემდეგნაირად გადანაწილდება: 6 ქრისტიან-დემოკრატი, 6 სოციალ-დემოკრატი, 3 ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო ბლოკში შედის. მოვლენების ამგვარი განვითარება ხელსაყრელია სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის. პარტიამ 2017 წლის არჩევნებზე ხმების რეკორდულად დაბალი რაოდენობა 20,5 პროცენტი მიიღო.
დიდი ალბათობით, საგერეო საქმეთა მინისტრის პოსტს სოციალ-დემოკრატების ლიდერი მარტინ შულცი დაიკავებს, რომელიც ერთიანი ევროპული ოჯახის ქომაგად მოიაზრება. შულცი, ასევე, ხისტ პოზიციას იკავებს რუსეთთან დაკავშირებით და სანქციების მოხსნას მხოლოდ მინსკის შეთანხმების სრულად შესრულების შემდეგ განიხილავს. კანცლერის პოზიციას უკვე ზედიზედ მეოთხედ და რეკორდული ვადით ისევ ანგელა მერკელი დაიკავებს.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები