10 მომღერალი, რომელიც X ფაქტორში მონაწილეობამ ვარსკვლავად აქცია
რთული წარმოსადგენია, მაგრამ ყველა მუსიკოსი, ვის სიმღერებსაც ახლა განუწყვეტლივ ვუსმენთ, ერთ დროს ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მათი ცხოვრება ერთმა განსაკუთრებულმა მომენტმა შეცვალა: ზოგიერთი მათგანი ცნობილ პროდიუსერს შეხვდა, ზოგი პირდაპირ ქუჩაში შეამჩნიეს, სხვებმა კი უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე დაამტკიცეს, რომ სცენაზე დგომას იმსახურებენ.
ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში X ფაქტორის ახალი სეზონის შესარჩევი კონკურსები მიმდინარეობს. სანამ ტელევიზორებს მივუსხდებოდეთ და X ფაქტორის ქართველი კონკურსანტების ნომრებით გავიხალისებდეთ საღამოებს, გავიხსენოთ ის მომღერლები, რომლებიც მსოფლიო ვარსკვლავებად სწორედ X ფაქტორმა აქცია.
1. One Direction
ბენდის წევრები ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი და ლუის ტომლინსონი 2010 წელს X ფაქტორის ბრიტანულ ვერსიაში გამოჩნდნენ. ქასთინგში ისინი თავდაპირველად სოლო მომღერლებად წარდგნენ, თუმცა მოგვიანებით ჯგუფად გაერთიანდნენ.
2011 წელს, ჯგუფმა ალბომი გამოუშვა, Up All Night, რომლის სინგლმაც What Makes You Beautiful ინგლისის მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
ჯგუფის წევრების სოლო კარიერა
ჰარი სტაილსი ბენდს 2016 წელს გამოეყო და წარმატებული სოლო-კარიერა წამოიწყო. მისი პირველი სოლო სინგლი, Sign of the Times ამერიკისა და ინგლისის ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა.
სოლო კარიერა დაიწყო ზეინ მალიკმაც. მისმა სადებიუტო ალბომმა Mind of Mine მუსიკალური კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
2. ლეონა ლუისი
ლეონა X ფაქტორში 2006 წელს გამოვიდა და გაიმარჯვა.
მისმა პირველმა ალბომმა Spirit 2007 წელს გამოვიდა და ახალი ხელოვანის ალბომის გაყიდვების რეკორდი პირველივე კვირაში მოხსნა.
3. Little Mix
Little Mix, რომელიც ოთხი ლამაზი ბრიტანელი გოგოსგანაა დაკომპლექტებული, X ფაქტორში 2010 წელს გამოვიდა და პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც კონკურსი მოიგო.
Little Mix-ის პირველი ალბომი DNA 2012 წელს გამოვიდა. ჯგუფმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და the Pussycat Dolls-ის შემდეგ პირველი ჯგუფი გახდა, რომლის სადებიუტო ალბომიც ამერიკის ჩარტების პირველ ხუთეულში მოხვდა.
4. შერ ლოიდი
შერ ლოიდი 2010 წლის X ფაქტორში გამოვიდა. კონკურსში მონაწილეობის მომენტში ის მხოლოდ 17 წლის იყო.
ლოიდის პირველმა სინგლი Swagger Jagger გამოსვლისთანავე ინგლისის სინგლების ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა მსოფლიო აღიარება მას 2011 წლის სიმღერამ Want U Back მოუტანა.
5. ოლი მარსი
ოლი მარსი ბრიტანულ X ფაქტორის ქასთინგზე 2009 წელს გამოვიდა და ფინალშიც გავიდა.
მარსის პირველმა ალბომმა Olly Murs გამოსვლისთანავე ინგლისის ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა Troublemaker-ია, რომელიც მის მესამე ალბომში შევიდა.
6. ელა ჰენდერსონი
ელა 2012 წელის X ფაქტორში გამოვიდა და ფინალშიც მოხვდა. იმის მიუხედავად, რომ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ჰენდერსონმა საბოლოოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.
ჰენდერსონის პირველივე სინგლი Ghost დღემდე მისი ყველაზე პოპულარული სიმღერაა. გამოსვლიდან თითქმის 2 თვის განმავლობაში მისი სიმღერა ინგლისის ჩარტებში ტოპ ხუთეულში იყო.
7. Fifth Harmony
ჯგუფი ამერიკულ X ფაქტორში 2012 წელს გამოვიდა, რამაც ხუთივე წევრს პოპულარობა მოუტანა.
მათი ერთ-ერთი ყველაზე სიმღერა Worth It არის, რომელიც სადებიუტო ალბომში შევიდა.
ჯგუფს კამილა კაბელო 2016 წელს გამოეყო და თავისი სინგლით Havana ამერიკისა და ინგლისის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.
8. Alex & Sierra
ამერიკელი წყვილი X ფაქტორში 2013 წელს გამოვიდა, რაც ფინალში მათი გამარჯვებით დასრულდა.
მათი პირველი ალბომი It's About Us 2014 წელს გამოვიდა და გამოსვლის პირველ კვირაში 27 000 ცალი გაიყიდა. ჯგუფის წევრებმა 2017 წელს განაცხადეს, რომ ერთად მუშაობას აღარ განაგრძობდნენ.
9. Emblem3
ჯგუფი ამერიკულ X ფაქტორში 2012 წელს გამოვიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
პოპ ბენდმა დაშლამდე 3 ალბომი და 1 Ep გამოუშვა, მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა 3000 Miles.
10. ბრაიან ბრედლი aka Astro / Stro
ბრაიან ბრედლი ამერიკული X ფაქტორის პირველივე სეზონში გამოვიდა და მისივე დაწერილი სიმღერით ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა.
მოგვიანებით ბრედლიმ კარიერა ახალი სახელით Astro [The Astronomical Kid] განაგრძო და უამრავი სინგლი გამოუშვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული X ფაქტორის ქასთინგი უკვე დაწყებულია და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ერთადერთი პირობა ისაა, რომ კონკურსანტი მინიმუმ 12 წლის უნდა იყოს. ამჟამად შესარჩევი ტურები დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობს.
განრიგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ კონკურსის ფეისბუქ გვერდზე.
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები