კახა კალაძე

23 Dec. 2017, 16:03

მოდით, ერთად შევქმნათ ახალი წელი და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის მორთვაში. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქალაქი გაგველამაზებინა საახალწლო ილუმინაციებით. სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა უბანი, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ საახალწლოდ. მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მორთვაში. ძალიან მარტივი რამ არის ამისთვის გასაკეთებელი - საახალწლოდ ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ემზადება და ერთი საახალწლო განათება ან საახალწლო აქსესუარი საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ გადმოკიდოს იქნება ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ რომ საახალწლოდ მორთული აივნები და ფანჯრები ძალიან დაამშვენებს ჩვენს ქალაქს.

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში იწყება კამპანია - "ერთად მოვრთოთ თბილისი". ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დედაენის ბაღში მიმდინარე საახალწლო სამზადისის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად

"ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად", — ამის შესახებ…