რუსეთის ნაკრებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის სისტემატური მოხმარება გახდა. გადაყვეტილების შესახებ ცნობილი ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის პრეს-რელიზიდან გახდა ცნობილი.
რაც შეეხება იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც არასდროს ყოფილან შემჩნეული დოპინგის მოხმარებაში, ისინი შეძლებენ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას, თუმცა ნეიტრალური დროშით და "ოლიმპიელი სპორტსმენის" ტიტულით. სუფთა დოპინგ ტესტის მქონე სპორტსმენები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ როგორც ინდივიდუალურ, ასევე, გუნდურ შეჯიბრებებში და ამ მხრივ მათ არანაირი შეზღუდვა არ დაუწესდებათ.
2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ იქნება წარმოდგენილი რუსეთის დროშა და არ გაიჟღერებს რუსეთის ჰიმნი.
თამაშებზე დასწრება აეკრძალათ ასევე იმ ექიმების, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სპორტსმენები შემჩნეული იყვნენ დოპინგის მოხმარებაში. თამაშებს გამოტოვებენ რუსეთის სპორტის სამინისტროს ის ჩინოვნიკები, რომლებიც ჩართული იყვნენ დოპინგ სკანდალში.
მსგავსი გადაწყვეტილება უპრეცენდენტო და პირველია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ისტორიაში. აქამდე შეზღუდვები მხოლოდ ცალკეულ სპორტსმენებს უწესდებოდათ. კომიტეტმა ყველა მომავალ ოლიმპიადაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა აუკრძალა რუსეთის სპორტის ყოფილ მინისტრ ვიტალი მუტკოს, რომელიც ამჟამად ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს.
რუსეთს ასევე დაეკისრა ანტიდოპინგური გამოძიების ხარჯების სრული ანაზღაურება, რომელიც $15 მილიონ დოლარს აღემატება.
აღნიშნულ საკითხზე გამოძიებას საერთაშორისო ანტისადოპინგო კომიტეტი ორი წლის განმავლობაში ატარებდა. გამოძიების შედეგადად ათეულობით რუს სპორტსმენს სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. ასევე, დადგინდა დოპინგ ტესტების მასობრივი გაყალბების შემთხვევები 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. რიგ რუს სპორტსმენებს ჩამოერთვათ ოლიმპიური მედლები ხოლო, რუსეთის ნაკრებმა სოჭის ოლიმპიადის საერთო ჩათვლაში პირველი დაკარგა.
გამოძიების მთავარი მოწმე მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვია. როდჩენკოვი 2016 წლის იანვარში აშშ-ში გადასახლდა. სწორედ მისი ჩვენებები იქცა გამოძიებისთვის მთავარ მტკიცებულებად.
რაც შეეხება მოსკოვის ოფიციალურ პოზიციას საკითხთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივნის 4 დეკემბერს გაკათებული განცხადებით, ისინი არ განიხილავენ ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების შესაძლებლობას. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, კრემლში საკითხის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებიათ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები