"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული 29 პირიდან ერთ-ერთი ცაგერის საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარეა. ლაშა ლეთოდიანი ცაგერის საკრებულოში ქართული ოცნების სიით გავიდა და ამჟამად ხალხის ძალას წარმოადგენს.
ადვოკატის მტკიცებით, ლეთოდიანი "საკრებულოს წარმომადგენელია, რომლის უკანაც ბევრი ადამიანი დგას". ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
"სატელეფონო ჩანაწერები არის წარმოდგენილი ავტომობილში. ლაშა ლეთოდიანს ნასამართლეობაც არ აქვს. მას ჰყავს ოჯახი, ის არის საკრებულოს წარმომადგენელი, რომლის უკანაც ბევრი ადამიანი დგას," — თქვა ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებსაიტიდან ვიგებთ, რომ ლეთოდიანი 2012-17 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის აუდიტის სამსახურში მუშაობდა, ხოლო 2025 წლის ოქტომბრიდან არჩეულ იქნა საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარედ.
ამას გარდა, აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული 34 წლის ლალო გველესიანია. მას ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან დახმარების მიმართვისთვის ასამართლებენ. პროკურორის განცხადებით, გველესიანმა ბრალდებულებს ფინანსური უთანხმოების მოგვარების მიზნით მიმართა. "ტვ პირველის" ცნობით, გველესიანი 2 მცირეწლოვანი შვილის დედაა.
"ლალო გველესიანს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას ვედავებით. მან მიმართა ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელების მიზნით პირზე ზემოქმედების განსახორციელებლად, ვინაიდან საქმე ეხებოდა გარკვეულ პირთა შორის კონფლიქტს," — განაცხადა საქმის პროკურორმა.
კითხვაზე გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო იმ მდგომარეობას, რომ გველესიანი ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, პროკურორმა არ გამორიცხა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
"საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი შეიძლება გახდეს პირის აღიარება და მონანიება, ასევე მხედველობაში ვიღებთ დანაშაულის შინაარსს, ხასიათს და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას მის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან თაობაზე," — განაცხადა მან.
პროკურატურის ვერსიით ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებულები მატერიალური სარგებლის მიზნით მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულში საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე იყო ჩართული.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები