გია ვოლსკი: ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი ეუთო-ს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და მას ქვეყნის მიმართ უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, დოკუმენტის მიღმა გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მქონე მცირე ჯგუფი დგას, რის გამოც ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
ვოლსკი ხაზს უსვამს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემა გაყალბებას პრაქტიკულად გამორიცხავს, ხოლო ოპოზიციისა და პრეზიდენტის ბრალდებები აბსურდულია და ფაქტებით დადასტურებული არ არის.
ვოლსკი პასუხობს რეზოლუციაში პოლიტპატიმრების თემის მოხვედრასაც და აცხადებს, რომ დასავლეთში ზუსტად იციან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ძალადობრივი ხასიათისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენების შესახებ. მისივე განმარტებით, დოკუმენტში ბევრი ისეთი პუნქტი იყო, რომელსაც საქართველო სიამოვნებით დაუჭერდა მხარს, თუმცა მცირე ჯგუფის მიერ შეტანილი უსამართლო ცვლილებების გამო, დელეგაციამ რეზოლუციას ხმა არ მისცა.
"საქმე იმაშია, რომ ეუთო-ს ის სტრუქტურა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად ახასიათებს და პოზიტიურ შეფასებებს აძლევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა ყველა კომისიამ ძალიან დადებითად შეაფასა.
არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანა არის ის ნაბიჯი, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერ გაყალბებას. გაყალბების არცერთი ფაქტი, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ან სხვები საუბრობდნენ, დადასტურებული არ არის. ათასობით დამკვირვებელი იყო და მათგან არცერთი არ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეუთო-მ ამ რეზოლუციით პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საკუთარ, ეუთო\ოდირის სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ამის არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. საუბრობენ პოლიტპატიმრებზეც, თუმცა ზუსტად იციან, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა, კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ზუსტად იციან, რომ რუსთაველის გამზირზე ცეცხლი ენთო და ეს არ ყოფილა მშვიდობიანი მიტინგი, რადგან "მოლოტოვის კოქტეილს" ისროდნენ. ასევე, იციან ის შეფასებებიც, რომლებიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა გააკეთეს საქართველოსთან დაკავშირებით — რომ ქვეყანა ყველა მაჩვენებლით მაღალ დონეზეა, თუმცა რეზოლუციას მაინც ასეთი სახით აკეთებენ. ფაქტია, რომ ამის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, რომელიც ერთ პატარა ჯგუფს გააჩნია, თუმცა ეს ჯგუფი განაპირობებს კენჭისყრის შედეგს. როდესაც 230-ზე მეტი ადამიანიდან რეზოლუციაში გარკვეულ ცვლილებას მხარს მხოლოდ 38 უჭერს, აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გაკეთდეს", — განაცხადა ვოლსკიმ (კომენტარს IPN ავრცელებს).
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
- საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ უარი თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, სადაც საქართველოს საკითხზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ, 8 ივლისს მიიღო რეზოლუცია "საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ", რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები