ფსსს: კორუფციულ საქმეებზე 400 და 600 ლარის ქრთამის აღებისთვის 2 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი," — ვკითხულობთ განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი პირი ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავა. ბრალდებული სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერია და სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა
"გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება," — განაცხადა უწყებამ.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
კომენტარები