0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა მთვარეზე უკანასკნელად დააბიჯა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ჩვენი ინტერესი მთვარის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.
დროა, ქვიზით შეამოწმო შენი ცოდნა და გაიგო, თუ რამდენად კარგად იცნობ მთვარეს და გაგიშვებდნენ თუ არა კოსმოსში:
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
ტესტის დაწყება1 / 10 გახსოვს, ბოლოს როდის დადგა ადამიანმა მთვარეზე ფეხი?
The Atlantic
2 / 10 თუ ხვალ მთვარეზე აგარაკის აშენებას დააპირებ, ვის უნდა სთხოვო ნებართვა?
New Scientist
- იმ ადამიანს, ვინც ინტერნეტში მთვარის ნაკვეთებს ყიდის
- არავის, რადგან 1967 წლის საერთაშორისო შეთანხმებით, კოსმოსი კაცობრიობის საკუთრებაა და არცერთ ქვეყანას არ აქვს მისი მითვისების უფლება
- გაეროს სპეციალურ "მთვარის დეპარტამენტს"
- აშშ-ს, რადგან მათი დროშა პირველი იყო
3 / 10 ყველამ იცის ნილ არმსტრონგის ლეგენდარული ფრაზა: "ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის". ისიც თუ გახსოვს, რომელი ფეხი დადგა მან პირველად მთვარის ზედაპირზე?
The New York Times
4 / 10 კოსმოსი ვაკუუმია, მაგრამ როცა ასტრონავტები მთვარეზე სეირნობის შემდეგ ხომალდში ბრუნდებოდნენ, მათ სკაფანდრებს სპეციფიკური სუნი ასდიოდათ. შენი აზრით, რისი სუნი აქვს მთვარეს?
NASA
5 / 10 ცნობილია, რომ მთვარე და დედამიწა ნელ-ნელა ერთმანეთს შორდებიან. შენი აზრით, რა სისწრაფით "გარბის" ჩვენი თანამგზავრი კოსმოსში?
NASA
- ის პირიქით, გვიახლოვდება და ერთ დღესაც დაგვეჯახება
- ის ზუსტად ერთ ადგილზე დგას მილიარდობით წელია
- წელიწადში 10 მეტრით
- წელიწადში დაახლოებით 4 სანტიმეტრით
6 / 10 ჩვენგან მუდმივად "ზურგშექცევით" მყოფი მთვარის შორეული მხარე (Far Side) ბევრს ბნელი ეგონა. რომელმა ქვეყანამ გადაიღო იქიდან პირველი ფერადი ფოტოები?
Getty Images
7 / 10 კინემატოგრაფია რომ არა, მთვარეზე ოცნება გაგვიჭირდებოდა. გახსოვს ჟორჟ მელიესის 1902 წლის საკულტო ფილმში "მოგზაურობა მთვარეზე" როგორ ხვდებიან იქ პერსონაჟები?
Star Film Company
- ჩიტების გუნდის დახმარებით
- ორთქლის ძრავზე მომუშავე რაკეტით
- გიგანტური ქვემეხიდან გასროლილი ჭურვით
- ჯადოსნური კიბით
8 / 10 დედამიწა მთვარეზე გაცილებით დიდია. შენი აზრით, სულ რამდენი მთვარე დაეტევა დედამიწის შიგნით?
New Scientist
9 / 10 ვნახოთ, სიახლეებს თუ ადევნებ თვალს. NASA-ს რომელი პროგრამის ფარგლებში იგეგმება 1972 წლის შემდეგ პირველად ასტრონავტების გაფრენა მთვარის მიმართულებით?
Space
10 / 10 და ბოლოს, იცი რა არის Artemis 2-ის მთავარი მისია?
Wired
- უბრალოდ იმიტომ მიდიან, რომ ილონ მასკს აჯობონ
- მთვარეზე კაცობრიობის დაბრუნება და იქ ბაზის შექმნა, რათა მარსზე წასასვლელად მოვემზადოთ
- მთვარეზე ოქროსა და ძვირფასი ქვების მოპოვება
- უცხოპლანეტელებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება
ერთი წუთით...
კომენტარები