მგზავრობისას ფანჯარაში ყურების მაგია
ფოტო: Pinterest
ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის დროს თუ გაგიმართლებს და საჭესთან შენ არ აღმოჩნდები, შეიძლება, გადაღლილ ტვინს დასვენების განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცე. თუ ეს ოდესმე მაინც გამოგიცდია, ზუსტად მიხვდები, რასაც ვამბობ — შუბლი მანქანის, ავტობუსის ან მატარებლის ფანჯრის მინაზე გაქვს მიდებული და უყურებ, როგორ იცვლება ნელა და უწყვეტად, ერთმანეთის მიყოლებით ხეები, შენობები, შუქები. შენ კი ამ დროს არც წიგნს კითხულობ, არც ტელეფონს სქროლავ, არც ვიდეოს უყურებ ან ვინმეს სწერ, უბრალოდ ხარ.
ფოტო: Pinterest
ჩვენს დამღლელ ყოველდღიურობაში, თითქმის აღარ დარჩა თავისუფალი წამი, როცა თავს არაფრის კეთების უფლებას ვაძლევთ — თუ არ ვმუშაობთ, რაღაცას ვუსმენთ. თუ არ ვუსმენთ — ვკითხულობთ. თუ არ ვკითხულობთ, რაღაცაზე მაინც კონცენტრირებულები ვართ. სწორედ ამიტომაა მგზავრობისას ფანჯარაში ყურება ასეთი უცნაურად დამამშვიდებელი — ტვინს იმას აძლევს, რაც ხშირად ასე აკლია: დაუგეგმავ, უმიზნო, მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას.
როცა სივრცეს უბრალოდ ვაკვირდებით და არაფერს ვთხოვთ საკუთარ თავს, ტვინი ინფორმაციის გადამუშავების აქტიურ რეჟიმს დროებით აპაუზებს. გონება თითქოს თავისით ალაგებს შეგრძნებებს, გადაღლილობას, ფიქრებს და იმ ინფორმაციას, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვაგროვებთ.
არადა, თითქოს ეს უსარგებლოდ გატარებული დროა ხოლმე, რადგან თვალით შესამჩნევი შედეგი არ აქვს. სინამდვილეში კი — როცა ფანჯრიდან რაღაცები ნელა და თან უწყვეტად იცვლება, ჩვენს ყურადღებას ზედმეტი ძალდატანების გარეშე იქცევს: არც სწრაფ რეაქციას ითხოვს ჩვენგან, არც გადაწყვეტილების მიღებას ან ინფორმაციის დამუშავებას.
ამიტომაცაა, ყველაზე გადატვირთულ დღეებშიც კი დამღლელი და გრძელი გზა მოულოდნელად სასიამოვნო რომ ხდება. არა იმიტომ, რომ თავად მგზავრობაა განსაკუთრებული, არამედ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს გაჩნდა დრო, როცა არაფერს ამოწმებ, არაფერს გთხოვენ. უბრალოდ გზაში ხარ — და ზოგჯერ ესეც საკმარისია, რომ ნერვულმა სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს.
ფოტო: Pinterest
ერთია კიდევ — მგზავრობისას ფანჯარაში ყურება მხოლოდ დასვენება კი არ არის, საკუთარი თავისა და მდგომარეობის შეფასების კარგი საშუალებაა. ყოველდღიური ქაოსისგან დისტანცირება ხშირად იმაშიც გვეხმარება, რომ საკუთარ თავს დავუბრუნდეთ, უფრო მარტივად შევამჩნიოთ, სინამდვილეში როგორ ვართ და რას ვგრძნობთ.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა

კომენტარები