ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
"ოპოზიციური ალიანსმა" "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს გამოეხმაურა. ბრიფინგზე პარტია დროას წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ ოთხი ინიციატივის შესახებ ისაუბრა.
გაეროს ჩართულობა: იგეგმება აქტიური კოორდინაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს წარმომადგენელთან, რათა მან საკუთარი მანდატის ფარგლებში საქართველოში არსებული ვითარება შეისწავლოს.
ქიმიური იარაღის საკითხი: საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, იწყება მუშაობა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW), რათა დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება ქიმიური საშუალებების გამოყენების ფაქტებზე.
უნივერსალური იურისდიქცია: იგეგმება კომუნიკაცია სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით საფრანგეთის საგამოძიებო უწყებებთან, რათა ბიძინა ივანიშვილის , როგორც საფრანგეთის მოქალაქის, წინააღმდეგ სისტემური წამებისა და ძალადობის მუხლებით გამოძიება დაიწყონ.
ჰააგის ტრიბუნალი: მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა მათ მიმართონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად, ბელარუსის პრეცედენტის მსგავსად.
ლემონჯავას თქმით, ამ სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა მომავალი ერთი თვის განმავლობაში იგეგმება.
"პირველი — ეს არის კონკრეტული მითითება ანგარიშში, რომ გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებში უნდა დაინტერესდეს საქართველოში არსებული რეალობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და განვაგრძობთ ძალიან აქტიურ კოორდინაციას გაეროს უმაღლეს წარმომადგენელთან, მათ შორის საქართველოში მათი წარმომადგენლების მეშვეობითაც.
იმისათვის, რომ მან იმოქმედოს თავისი მანდატის ფარგლებში, გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში აქვს ადგილზე ვითარების ინსპექციის უფლებამოსილება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მომავალი ერთი თვის განმავლობაში იმისათვის, რომ მან ეს მანდატი განახორციელოს.
მეორე — ეს არის ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაცია და "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშში არსებული კონკრეტული მითითება, რომ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ ორგანიზაციასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ხალხი, ვინც თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამ თანამშრომლობაში არ შევა, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ მათ მიმართონ ქიმიური იარაღის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციას, დაიწყოს გამოძიება, საკუთარი წესდების შესაბამისად, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც ვერავითარი გავლენა ვერ ექნებათ.
მესამე — ეს არის უნივერსალური იურისდიქციის მქონე სახელმწიფოები. თქვენ იცით, რომ კონკრეტულ სახელმწიფოებს აქვთ უფლებამოსილება, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები გამოიძიონ ეროვნულ დონეზე. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მიმართულება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთის საგამოძიებო სტრუქტურებთან, მათ შორის პროკურატურასთან, რათა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისტემური წამების, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს ეროვნულ დონეზე ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის — საფრანგეთში.
მეოთხე — ეს არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რომელსაც საზოგადოება იცნობს ჰააგის ტრიბუნალის სახელით. მას მერე, რაც ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისმა დაიწყო გამოძიება, სავსებით რეალისტურია, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემთხვევაშიც მოხდეს ზუსტად ასე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს საიმისოდ, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ, სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია, ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებულის სკამზე. აქ არის საჭირო ძალიან კონკრეტული პროცედურები. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ მიმართონ ჰააგის სასამართლოს შესაბამისი წარდგინებით — პროკურორის ოფისმა დაიწყოს გამოძიება ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელსაც ჩვენ მომავალი ერთი თვის განმავლობაში განვახორციელებთ", — განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები