ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს — TI UK "იმედისა" და "პოსტვ"-ის დასანქცირებაზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — დიდმა ბრიტანეთი" (Transparency International UK) სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხების "იმედისა" და "პოსტვ"-ის სანქცირებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ქმედებების დასაწყისი უნდა იყოს და არა დასასრული.
დუნკან ჰეიმსმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა — დიდი ბრიტანეთის" პოლიტიკის დირექტორმა, განაცხადა, რომ აღნიშნულ ტელევიიზიებზე სანქციების დაწესება "რუსეთის ომის მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია". დუნკან ჰემსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა სამიზნეში პირდაპირ ამოიღოს რეჟიმის ეს ხელშემწყობები — გაყინოს მათი აქტივები, შეზღუდოს მათი წვდომა დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე."
"დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, სანქციები დააწესოს ქართულ საინფორმაციო არხებზე — "იმედსა" და "პოსტვ"-ზე, რუსეთის ომის მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია. ეს არის იმის აღიარება, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა გავლენის ოპერაციებმა პირდაპირი როლი ითამაშა საქართველოს მიერ დიდი შრომით მოპოვებული დემოკრატიის დემონტაჟში.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. რეჟიმის ხელშემწყობთა მცირე ჯგუფს საქართველო კლეპტოკრატიისკენ მიჰყავს — ამ პროცესში ქვეყანა სულ უფრო მეტად შეჰყავთ პუტინის გავლენის სფეროში — და სანქციებმა ეს რეალობა უნდა ასახოს.
დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა სამიზნეში პირდაპირ ამოიღოს რეჟიმის ეს ხელშემწყობები — გაყინოს მათი აქტივები, შეზღუდოს მათი წვდომა დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე და უზრუნველყოს, რომ მათ ვერ შეძლონ ლონდონის პერსონალურად გამოყენება უსაფრთხო ნავსაყუდლად ან დაზღვევის გარანტიად, როდესაც ისინი საბოლოოდ აგებენ პასუხს", — წერია დუნკან ჰემსის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო, პროპაგანდისტულმა ტელეარხები "იმედი" და "პოსტვ" 24 თებერვალს დაასანქცირა.
მეტი "იმედისა" და "პოსტვ"-ის დასანქცირების შესახებ:
- რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება
- ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
- ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ "პოსტივის" და "იმედს"!!!
- იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
- ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს
- ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არ არის არასდროს გასული — ეკა სეფაშვილი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- შალვა პაპუაშვილი: "105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105-ე წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას"
- რომან გოცირიძე: "იმედს" ხელოვნური სუნთქვით ვერ გადაარჩენ. ვინც მასთან ითანამშრომლებს განწირულია სანქციებისათვის
- ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია — ერთიანი ნეიტრალური საქართველო "იმედის" და პოსტვ-ის სანქცირებაზე
- ნინო წილოსანი: ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა "იმედის" და "პოსტვ"-ის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს
- ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლება
- მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება — ყაველაშვილის "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
კომენტარები