ნინა სუბლატი

16 Oct. 2017, 15:24

სახელმწიფოს მიერ ხალხის ფულით (ჩვენი, ბიორკის მსმენელების, ფანების, გულშემატკივრების, სულ რომ არ იციან ბიორკი ვინაა იმათი ფულით)(და ამ კონცერტს კიდე სპონსორებიც ყავს..) დაფინანსებულ კონცერტზე, ბილეთი 700 და 800 ლარს რომ ღირს...და ამ ყველაფერთან ერთად რომ ამბობ, ვითომ 50-100 ლარიანი ბილეთები გაქვს და როცა საყიდლად შედიხარ ბუუმ და თურმე 1 ცალიც აღარაა... და ვინ უნდა დაჯდეს იმ მილიონიან ადგილას, კონკრეტულად რაღაც და ვიღაც პრივილეგირებული კლასისთვის ტარდება იმ ბიორკის კონცერტი რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვუსმენ და 1 ნამუშევარი არ აქვს გავარდნილი სადაც ზეპირად არ ვიცი სად, რატო და რა მიზნით, რა ინსტრუმენტი და რა ვოკალი შედის, და სად და როდის და რატომ ჩაიწერა და დაიწერა ტრეკი... სირცხვილია, ხალხის დამცირებაა, მსმენელების დამცირებაა, მელომანების დამცირებაა, ჩვენი - მუსიკოსების დამცირებაა, იმიტომ რომ მგონი ყველამ კარგად იცის ჩვენი ღირსშესანიშნავი შემოსავლების შესახებ და ადამიანს, მუსიკოსს, თავისი საყვარელი მუსიკოსის, შთაგონების კონცერტზე წასვლის შანსს რომ ხელიდან გამოგლიჯავ, და ვიღაცას მისცემ მარტო იმიტომ რომ ყოველთვიური ხელფასი აქვს და მისთვის 800 ლარი არაფერია.. რა ვთქვა, გული მერევა. ქვეყანაში სადაც მოსახლეობის უმეტესს საშუალოზე დაბალი შემოსავალი აქვს და ხელოვანებს საერთოდ შემოსავალი არც ახსოვთ რა არის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Friends-დან?
  2. ქვიზი: ხარ თუ არა დეჰიდრირებული?
  3. 10 სერიალი, რომელსაც 2026 წელს 10 წელი უსრულდება
  4. 10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
  5. ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

20 000 სატვირთო ავტომობილისთვის გაწეული მომსახურება და მრავალფუნქციური სერვისცენტრი — თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს

სერვისის რეგიონული ჰაბი, რომელიც თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული, სატვირთო მანქანებს, ავტობუსებსა…