ნინა სუბლატი

1 Jun. 2018, 13:03

მესმის "ნაცები არ მინდას" პათოსი, მაგრამ მაგის გამო დავივიწყოთ ეს ამბავი და ეს მასიური დაჩმორება, რასაც სისტემა გვიწყობს? ჩვენ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროტესტს სუფთა გულით ვუერთდებით, თუ იმდენად გავერთიანდებით რომ ერთი დიდი, სამშობლოზე და ხალხზე შეყვარებული გუნდი გამოვალთ, ნაცი და ქოცი კი არა, ვერავინ ვერ მოვა ჩვენი ნების გარეშე და ისეთი სისტემა გვექნება, რომელიც ჩვენ გვემსახურება და არა ჩვენ ხარჯზე იხარებს და თან გვამონებს.

ბოდიში, მაგრამ ამ ამბავში გმირი არავინ არაა; არასწორად აღზრდილი ბავშვები, კრიმინალური აზროვნება და გმირობა ერთმანეთში ვერ სინთეზირდება ბუნებრივად! აქ უბრალოდ დაწერილი სამართალის აღსრულებაზე, გოიმი იერარქიების გარღვევაზე, უბრალო ადამიანების სიცოცხლის თავისუფლებაზეა საუბარი. ეს ამბავი გვინდა არ გვინდა პოლიტიკა გამოდის, მაგრამ ყველა თუ შევეცდებით რომ ეს ნაც-ქოცი კი არა, ჩვენი, ხალხის პოლიტიკა იყოს, საზოგადოებაც აღარ გაიყოფა და ვისაც ყეფა უნდა, იყეფოს! ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა საზოგადოებამ და არა ესე კუდამოძუებულებივით "არააჰ, ნაცები არ მინდა ვერ წავალ" ვიკვნესოთ. ხელის მოთბობა ბევრს უნდა და ენდომება ფორევერ, მთავარია ჩვენ არ მივუშვათ ცეცხლთან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
  2. ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
  3. ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
  4. ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
  5. სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა და კენჭისყრა, რომელიც თავდაპირველად…