5 შეცდომა, რომელიც მშენებლობისას ფულს გაკარგვინებთ
მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, თუმცა ამავდროულად რთული და ძვირი პროცესია. უმრავლესობა ცდილობს, რომ ამ პროცესისას თანხა და დრო მაქსიმალურად დაზოგოს, თუმცა ზოგჯერ ეს ეკონომია საბოლოოდ პროცესის გაძვირებასა და ვადების გაწელვას იწვევს.
იმისათვის, რომ მშენებლობა წარმატებული იყოს და მინიმალური თანხა დავხარჯოთ, მნიშვნელოვანია, წინასწარ ვიცოდეთ ის ძირითადი შეცდომები, რომლებიც მშენებლობისას ფულს გვაკარგვინებს.
1. არასაკმარისი დაგეგმვა
ფოტო: Plan radar
მშენებლობისას ყველაზე დიდი შეცდომა არასაკმარისი დაგეგმვა და იმის იმედად ყოფნაა, რომ დეტალები მუშაობის პროცესში გადაწყდება. მაშინ, როცა არ არსებობს ზუსტი გეგმა, ხარჯები წინასწარ დათვლილი არ არის და ვადებიც არ გვაქვს გაწერილი, მშენებლობა ბევრად მეტი თანხა, შრომა და დრო გვიჯდება.
მაგალითად, ხშირად ისე ხდება, რომ აშენებულ კედელს ან დასხმულ იატაკს ახლიდან აკეთებენ, რადგან მილი არასწორ ადგილას აღმოჩნდა ან ელექტროგაყვანილობის დეტალი გამორჩათ. ეს ნიშნავს, რომ უნდა დახარჯოთ ორმაგი დრო, იყიდოთ ორმაგი მასალა და გადაიხადოთ ორმაგი თანხა მომსახურებაში. საბოლოო ჯამში კი, ფული, რომელიც პროექტირებაზე და საფუძვლიან დაგეგმვაზე დაზოგეთ, ამ შეცდომებზე იხარჯება და ხშირად, ბევრად მეტიც ჯდება.
რჩევა: მშენებლობის დაწყებამდე პროფესიონალის დახმარებით შეადგინეთ სრული სამუშაო გეგმა, რომელშიც ყველა წვრილმანი იქნება გათვალისწინებული. ჯობია, დრო და თანხა ზუსტ ხარჯთაღრიცხვაში დახარჯოთ, ვიდრე მშენებლობისას მოგიწიოთ შეცდომების გამოსწორება და ფულის დაკარგვა.
2. გეოლოგიური კვლევის უგულებელყოფა
მშენებლობის დაწყებისას ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი ნიადაგის კვლევაა. ნებისმიერი შენობის სიმყარე სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ ნიადაგზე დგას ის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ზედმეტი ხარჯია, თუ მეზობელმა სახლი უპრობლემოდ ააშენა, ჩვენ რაღა პრობლემა შეგვექმნება?! სინამდვილეში, ჩვენსა და მეზობლის ნიადაგებს შორის შეიძლება დიდი განსხვავება იყოს.
ფოტო: Geobear
თუ შენობის საძირკველი ნიადაგის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე აიგება, ის შეიძლება დროთა განმავლობაში დაზიანდეს და კედლებიც დაიბზაროს. ასეთი შეცდომების გამოსწორება ხშირად ძალიან ძვირი ჯდება, ზოგჯერ კი — საერთოდ შეუძლებელია.
რჩევა: პროექტირების დაწყებამდე აუცილებლად ჩაატარეთ გეოლოგიური კვლევა. ეს საშუალებას მოგცემთ, ზუსტად განსაზღვროთ საძირკვლის ტიპი და სიღრმე, რაც თავიდან აგარიდებთ როგორც კონსტრუქციულ საფრთხეებს, ისე მასალების ირაციონალურ ხარჯვას.
3. უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა
ფოტო: Claris Design
შეიძლება იფიქროთ, რომ მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა ზედმეტი თავის ტკივილი და ხარჯია, თუმცა ამ ნორმების უგულებელყოფა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც შეიძლება დაუშვათ. უსაფრთხოების აღჭურვილობის არქონა ნებისმიერი სახის მშენებლობას, ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.
გარდა ამისა, უსაფრთხოების წესების დარღვევა პირდაპირ კავშირშია ფინანსურ დანაკარგებთან. სახელმწიფო რეგულაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მშენებლობის გამო შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხით დაჯარიმდეთ ან პროცესი სრულიად შეჩერდეს მანამ, სანამ ყველა ხარვეზი არ გამოსწორდება. გაჩერებული მშენებლობა კი ყოველდღიურად დაკარგულ ფულს, გაფუჭებულ მასალასა და გაწელილ ვადებს ნიშნავს.
რჩევა: უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ნუ დაზოგავთ ფულს. მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემო სტაბილური მშენებლობისა და თქვენი ბიუჯეტის დაცვის გარანტიაა.
4. არაკვალიფიციური მუშახელის დაქირავება
მშენებლობის პროცესში ხელოსნების ხარჯზე გაკეთებული ეკონომია ხშირად ყველაზე ძვირი ჯდება. გამოუცდელი მუშახელი, რომელიც ნაცნობობისა თუ სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, საქმეს უფრო იაფად გვიკეთებს, ხშირად ვერ მუშაობს სწორი ტექნიკით, აფუჭებს ძვირადღირებულ მასალას და ვერ ახერხებს მოთხოვნების შესრულებას.
ფოტო: PARK
არასწორად დაგებული ფილა, უხარისხოდ გაკეთებული ელექტროგაყვანილობა ან სველი წერტილების არასწორი იზოლაცია ადრე თუ გვიან, სერიოზულ პრობლემებს ქმნის. საბოლოოდ მაინც გვიწევს პროფესიონალის მოყვანა, რომელმაც ყველაფერი ახლიდან უნდა გააკეთოს. ამისთვის კი, რასაკვირველია, ისევ ფული უნდა დავხარჯოთ.
რჩევა: ნუ შეარჩევთ მუშახელს მხოლოდ ფასის მიხედვით. მოითხოვეთ მათი შესრულებული სამუშაოს ნიმუშები და მოიძიეთ რეკომენდაციები. ხარისხიან სამუშაოში გადახდილი ფულით გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრს დაზოგავთ.
5. ეკონომია მასალის ხარისხისა და რაოდენობის ხარჯზე
მაშინ, როცა ბიუჯეტი გვეწურება, თანხის დაზოგვას ისეთ დეტალებზე ვცდილობთ, როგორიცაა კედლების დათბუნება ან მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარა. სინამდვილეში, ეს გრძელვადიანი ფინანსური დანაკარგია, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება.
ფოტო: LEBA
უხარისხო იზოლაციის გამო ზამთარში სახლი სითბოს ვერ ინარჩუნებს, ზაფხულში კი სწრაფად თბება. ეს ნიშნავს, რომ გათბობისა და გაგრილების სისტემებს მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა, რაც, შესაბამისად, კომუნალურ გადასახადებსაც ზრდის. უხარისხო მასალა მალე ფუჭდება და არაერთ პრობლემას იწვევს. სულ რამდენიმე წელიწადში ეს ზედმეტი ხარჯი ბევრად აჭარბებს იმ თანხას, რომელიც მშენებლობისას მასალებში დავზოგეთ.
რჩევა: ხარისხიანი მასალები სინამდვილეში არა ხარჯი, არამედ ინვესტიციაა. სჯობს, მშენებლობისას ძვირად, მაგრამ საფუძვლიანად გააკეთოთ ყველაფერი, სანაცვლოდ კი, წლების განმავლობაში ბევრად მეტი თანხა დაზოგოთ.
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
კომენტარები