როგორ გადავურჩეთ სადღესასწაულო სუფრას — პრაქტიკული გზამკვლევი
ფოტო: Shutterstock / Yulia Grigoryeva
ცხოვრების როგორ ჯანსაღ წესსაც არ უნდა იცავდე, საახალწლო სუფრაზე მაინც აღმოჩნდები. მაგიდაზე კი საცივთან, ხაჭაპურთან, გოზინაყთან და ყველა სხვა გემრიელობასთან ერთად, ცდუნებაც დაგხვდება. ცდუნება, რომ ყველაფერს მუსრი გაავლო.
არადა, როგორ გითხრა, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური არ ჭამო-მეთქი. ახალ წელს ეგეთ მკაცრ შეზღუდვას არც მე ვემხრობი და არც ჩვენი ტრადიცია ცნობს.
ეს ჩვენი სუფრა, აუარება გემრიელობით, თან იმდენით, ერთ სოფელს რომ დაანაყრებს (ან ორს), მხოლოდ ჭამა ხომ არ არის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის, მასპინძლისთვის ზრუნვის და სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობაა. ამიტომ, ამ ბლოგში პატარა და გამოსადეგ რჩევებს გაგიზიარებ — როგორ მივიღოთ სიამოვნება ისე, რომ მერე არც კუჭის ტკივილმა შეგვაწუხოს და არც სინდისმა.
1. არასდროს მიხვიდე სუფრაზე მშიერი
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც, როგორც წესი, ვუშვებთ ხოლმე, სადღესასწაულოდ გაშლილ მაგიდასთან მშიერი კუჭით დაჯდომაა. მთელი დღე რომ არაფერს ჭამ, საღამოს ყველა საყვარელი კერძისთვის ადგილი რომ გეყოს მუცელში — დიდი შეცდომაა. საჭმლის დანახვისთანავე შენი ორგანიზმი გადარჩენის რეჟიმზე გადავა და პირველ რიგში, ნახშირწყლებსა და ცხიმებს დაეწაფება.
გამოსავალი ძალიან მარტივია: მთავარ სუფრამდე 2-3 საათით ადრე მსუბუქად წაიხემსე მაწვნით ან თხილეულით. ამით შიმშილის ჰორმონებს დააწყნარებ და სუფრასაც ცივი გონებით შეხედავ.
2. ჯონჯოლი არ დაივიწყო
ზუსტად ამ სიტყვებით არა, მაგრამ რაღაც მსგავსი გაგონილი გექნება ჯონჯოლზე — რომ დიდად არავის ახსოვს, ვიდრე არ დაინახავენ და მერე ყველას ახსენდება, როგორ ძალიანაც უყვარს.
ფოტო: georgia.travel
ჰოდა, სულ ტყუილად ვივიწყებთ ხოლმე. ჯონჯოლი ჩვენი საუკეთესო მეგობარია, როცა საქმე გემრიელ და ზომაზე ცოტა მეტ ჭამას ეხება. ჯონჯოლით ( და სხვა ბოსტნეულით ) ჭამის დაწყება დიდად გამოსადეგი რამეა — კუჭში ერთგვარ დამცავ ბადეს ქმნის და მერე ცხიმებისა და ნახშირწყლების ნელა ათვისებაშიც გვეხმარება.
3. ფხალი — მთავარი მოთამაშე
არ აქვს მნიშვნელობა ისპანახისაა, ჭარხლის, გოგრის თუ პრასის — ფხალი საუკეთესო საჭმელია. ბოსტნეული რომ მარგებელია, ეგ უკვე იცი. ხოლო ნიგოზი, კალორიების მიუხედავად, ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს.
ამიტომ, შენი თეფშიც ფხლით დატვირთე! ვიდრე მძიმე არტილერიაზე გადახვალ.
4. ხაჭაპურის მხოლოდ ერთი ნაჭრის წესი
უკვე გამოგიტყდი, რომ ხაჭაპურზე უარის თქმას ვერ და არ მოგიწოდებ. თუმცა, ზომიერების დაცვა მაინც მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, დაელოდე ცხელ-ცხელს როდის შემოაბრძანებენ მაგიდაზე და ის ერთი ნაჭერი, რომელსაც სინდისის ქენჯნის გარეშე შეჭამ, სწორედ მაგ დროს გადმოიღე თეფშზე.
ფოტო: Pexels
დაგეხმარება, ფარადაც გამოგადგება. კარგი ხრიკია, რომ თეფში არასდროს გქონდეს ცარიელი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, როცა სტუმრად ხარ. მასპინძლისთვის შენი ცარიელი თეფში განგაშის სიგნალია, რომელზეც ერთადერთი სწორი პასუხი, ამ თეფშის დაუყოვნებლივ გადავსებაა. მაგ გადავსებულ თეფშს კი რაც მოჰყვება, ყველამ ვიცით.
5. საჭმელი — სიყვარულის ენა
ზემოთაც კი ვთქვით და გავიმეორებ — სუფრა, ნაირ-ნაირი საჭმლით დამძიმებულიც კი, უფრო მეტად საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ტრადიციაა. ამიტომ, ჭამაზე მეტი დრო, ლაპარაკს და მოსმენას უნდა დავუთმოთ. ასე, სიამოვნებასაც გავიხანგრძლივებთ და ტვინსაც საკმარის დროს მივცემთ, რომ დანაყრების სიგნალი მიიღოს.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები