თიბისის ახალი საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი "კონსპექტები" — რთული იდეების მარტივი ახსნა
ფოტო: თიბისი
თუ ტექნოლოგიურ განათლებაზე საუბარი, კარიერების მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობა, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე დისკუსია და ზოგადად რთული იდეების მარტივად გაგება შენთვის საინტერესოა, მაშინ თიბისის კონსპექტების პოდკასტი არ უნდა გამოტოვო.
კონსპექტები თიბისი განათლების ახალი საკომუნიკაციო მულტიმედია ფორმატია, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური განათლების, დასაქმების მიმართულებით აქტუალური თემების განხილვა, რთული იდეების მარტივად ახსნა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
პროექტის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ცოდნას პოდკასტების, ბლოგებისა და სხვა მოკლე ფორმატების საშუალებით — განათლებისა და კარიერის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე: როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რა უნარები დაგვჭირდება მომავალი პროფესიებისთვის და როგორ შევცვალოთ საკუთარი მიდგომები, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპს ავყვეთ და სხვ.
პოდკასტის წამყვანია ლიზი ქათამაძე, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტ სპიკერებთან ერთად გაერკვევა ტექნოლოგიებსა და სირთულეებში, მიღებულ ცოდნას კი აუდიტორიისთვის დააკონსპექტებს და მარტივი ფორმით გაუზიარებს.
პირველი ეპიზოდის სტუმარია მედეა ტაბატაძე, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს თემაზე — როგორ ცვლის AI სამუშაო ბაზარს.
ტექნოლოგიურ პროგრესს, უამრავ ახალ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაც მოაქვს. თიბისის მიზანია, ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში განსაკუთრებულად დაეხმაროს ახალგაზრდებს, გაამარტივოს რთული თემები და მისცეს მათ საჭირო მიმართულება მომავლის არჩევისას.
გამოიწერე თიბისის YouTube არხი და დაელოდე კონსპექტების პირველ ეპიზოდს.
თიბისისთვის, განათლების გზით, განვითარებასა და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინოვაციურ ფორმატებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროში წინსვლის საშუალებას. კონსპექტები სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. და რადგან განათლება შესაძლებლობაა, ხოლო პროგრესისკენ მიმავალი გზა კი ერთ მარტივი იდეით იწყება, უბრალოდ — მთავარია გჯეროდეს!
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები