Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ფოტო: სამსუნგი
Samsung-ის ტელევიზორების 2025 წლის მოდელების შეძენა უკვე საქართველოშია შესაძლებელი! განახლებული Neo QLED 8K, Neo QLED 4K და OLED მოდელები კიდევ უფრო დახვეწილი და ინოვაციურია, რაც აუმჯობესებს შენს გამოცდილებას და ტელევიზორთან გატარებულ ყოველ წამს საუკეთესო მომენტად აქცევს.
2025 წლის მოდელების შეძენა საქართველოში Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების — ალტას, ელიტის, კონტაქტ ჰოუმისა და მეგატექნიკის ქსელში შეგიძლია.
პრემიუმ ხაზის ტექნოლოგიები — Neo QLED, OLED და AI ინტეგრაცია
წლევანდელ, განახლებულ მოდელებში განსაკუთრებულ ყურადღებას ოქცევს ხელოვნური ინტელექტის (AI) შეუფერხებელი ინტეგრაცია. ამ მხრივ, Samsung-ის ახალი, მძლავრი პროცესორები NQ8 AI Gen2 და NQ4 AI Gen3 არაერთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გთავაზობს.
პრემიუმ ხაზის ტელევიზორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Samsung-ის შთამბეჭდავი 8K upscaling ტექნოლოგია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი იქნება 4K Neo QLED და OLED მოდელების ნაწილისთვის.
AI Upscaling Pro ამუშავებს 4K ხარისხის კონტენტს და 8K ხარისხამდე გადაჰყავს, რაც აუმჯობესებს გამოსახულების სიმკვეთრეს, ზრდის დეტალიზაციას და ქმნის უფრო რეალისტურ გამოსახულებას. სწორედ ამ ფუნქციამ უზრუნველყო QN900D მოდელისთვის ხუთვარსკვლავიანი შეფასების მიღებაც.
ასევე, AI-ის დახმარებით, გაუმჯობესებულია გამოსახულების მოძრაობის სიცხადე და კონტრასტი. ახალი ფუნქცია, AI Gamma Pro, ავტომატურად არეგულირებს გამა პარამეტრებს ოთახის განათების მიხედვით, იმისთვის, რომ როგორც ყველაზე ბნელ, ისე ყველაზე ნათელ სცენებში, ყოველი დეტალი თვალსაჩინო და მაქსიმალურად რეალისტური იყოს.
NEO QLED პრემიუმ ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია 65 ინჩიანი QN900
Samsung-ის 2025 წლის 8K Neo QLED ხაზში გამორჩეულ ადგილს 65 ინჩიანი QN900 იკავებს. მოდელი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, გამოსახულების შესანიშნავი ხარისხითა და უახლესი ტექნოლოგიებით, რის გამოც ის ნამდვილად განსაკუთრებულია.
The Frame — ხელოვნების ნიმუში შენს სახლში
Samsung-ის პოპულარული The Frame ტელევიზორი განახლებული ვერსიით ბრუნდება. ეს მოდელი ინარჩუნებს ელეგანტურ დიზაინს, რომელიც გამორთულ მდგომარეობაში ხელოვნების ნიმუშს ჰგავს.
საქართველოში ხელმისაწვდომია სტანდარტული Frame, 55 და 65 ინჩიანი ზომებით, რაც მას იდეალურ მოდელად აქცევს იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც ტელევიზორი სახლის ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.
QLED 4K— ბრწყინვალე ფერები და ოპტიმალური ხარისხი
Samsung-ის QLED 4K ტელევიზორები შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ბალანსს მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასს შორის.
● Q4 AI პროცესორი აუმჯობესებს ფერებსა და ხმას, კონტენტის ტიპის მიხედვით.
● 100% Color Volume with Quantum Dot ტექნოლოგიის წყალობით, ტელევიზორი მილიარდობით ფერს აჩვენებს, მიუხედავად სიკაშკაშის დონისა.
● Quantum HDR ქმნის ღრმა შავ და ნათელ ტონებს, რის გამოც გამოსახულება უფრო დეტალური და კონტრასტულია.
● Motion Xcelerator 60Hz აუმჯობესებს გამოსახულების განახლების სიხშირეს 60 ჰერცამდე, რითიც უზრუნველყოფს მოძრაობის სიცხადეს თამაშებისა და სპორტული გადაცემების ყურებისას.
NEO QLED 4K — ინოვაციური ფუნქციები
Samsung აგრძელებს ტელევიზორებში გეიმინგისთვის საჭირო, ინოვაციური ფუნქციების დანერგვას. Neo QLED 4K ტელევიზორები გამოირჩევა სამი HDMI 2.1-ითა და HDMI 2.0-ით, ასევე უზრუნველყოფილია უმაღლესი ხარისხის 4K/120Hz გამოსახულებით Xbox-ისა და PlayStation-ის უახლესი სათამაშო კონსოლებისთვის.
გარდა ამისა, ტელევიზორები აღჭურვილია ცვლადი განახლების სიხშირისა (VRR) და ავტომატური დაბალი შეყოვნების რეჟიმის (ALLM) ფუნქციებით. რაც ნიშნავს, რომ ყოველი ქმედება თამაშში მყისიერად აისახება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფ თამაშებში, სადაც ყოველი წამი გადამწყვეტია.
ანტი-არეკვლის ტექნოლოგია Neo QLED და OLED ტელევიზორებისთვის
გახსოვს, გასულ წელს, როგორ წარმატებით გაუმკლავდა Samsung ანარეკლებს S95D QD-OLED მოდელზე? ეს ტექნოლოგია იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ Samsung-მა გადაწყვიტა, წლევანდელი ხაზის სხვა მოდელებშიც დაენერგა.
ახლა უკვე QN90F 4K Neo QLED, QN900F 8K და S95F OLED ტელევიზორებსაც აქვს სპეციალური საფარი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ოთახში არსებულ ან გარედან შემოსული განათების ანარეკლს და არ აზიანებს გამოსახულების ხარისხს. აღნიშნული ტექნოლოგია იდეალურია ნათელი ოთახებისთვის.
გამოსცადე Samsung-ის განახლებული, 2025 წლის მოდელები, რომლებიც ტელევიზორთან გატარებულ დროს კიდევ უფრო კომფორტულ და სასიამოვნო პროცესად აქცევს.
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები