მოისმინეთ: Bedford Falls-მა ახალი სინგლი გამოუშვა
ფოტო: Bedford Falls/FB
ქართული ინდი-როკ ჯგუფი Bedford Falls მსმენელს ახალი მუსიკით უბრუნდება. ბენდის გულშემატკივრებს, შესაძლოა, ეს სიმღერა ლაივ კონცერტებიდან გეცნოთ, ხოლო მათთვის, ვისაც სიმღერა ჯერ კიდევ არ მოგვისმენია, ბენდმა განსაკუთრებული საჩუქარი გაგვიკეთა და ცოტა ხნის წინ მისი სტუდიური ვერსია შემოგვთავაზა. ახალ სინგლთან დაკავშირებით კომენტარი დათო ჯიქიას ვთხოვეთ:
"Ultramarine დიდი ხანია ჩვენს არსენალშია და მხოლოდ ახლა დავარელიზეთ. არადა მგონი 2020 წლის პერიოდში დაიწერა. ეს თითქოს ჩვენი კლასიკური განწყობის ტრეკი უნდა ყოფილიყო, მელანქოლიური და ატმოსფერული. ასევე გვინდოდა, რომ სიმღერისთვის რეტრო ჟღერადობა მიგვეცა, როგორც, მაგალითად, ჩვენს ძველ სიმღერაში post soviet post mortem", — ამბობს On.ge-სთან ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი, დათო ჯიქია.
სინგლის მოსმენა როგორც იუთუბზე, ასევე Spotify-ს, Apple Music და Deezer-ს მუსიკალურ პლატფორმებზე არის შესაძლებელი.
Bedford Falls არა მხოლოდ მუსიკით, არამედ უჩვეულო ანიმაციებითაც არის გამორჩეული. დათო ჯიქიას თქმით, Ultramarine-ს ულამაზეს ვიზუალზე მულტიმედია არტისტმა — თიბათვემ იზრუნა.
ვინ არის თიბათვე?
თიბათვე, იგივე, თიკო ხარხელაური — მხატვარი და მულტიმედია არტისტია. ამჟამად, მისი ნამუშევრების ნახვა The Why Not Gallery-ში არის შესაძლებელი.
Ultramarine არ არის თიბათვისა და Bedford Falls-ს პირველი თანამშრომლობა. მის ანიმაციებს ვხვდებით ისეთ სიმღერებში როგორებიცაა — Habla Buddha, KINO-ს რემიქსში, თიბათვე ასევე იყო სასცენო დიზაინერი კლიპისთვის — Miende.
"თიბათვეს ჩვენთვის უკვე არაერთი ვიზაული გაუკეთებია, მათ შორის ანიმაციურიც და ვიფიქრეთ, რომ ამ განწყობის სიმღერას ლამაზი, წრიული ანიმაცია მოუხდებოდა", — ამბობს დათო ჯიქია.
ფოტო: Kordz/IG
"თიბათვეს აზრით, სიმღერის ატმოსფეროს ზღვის ტალღები მოუხდებოდა, რადგანაც სიმღერას, Ultramarine ჰქვია, ხოლო ანიმაციური ცახცახი და დინამიური გამოსახულება რეპერტუარის მოსმენის გამოცდილებას კიდევ უფრო ალამაზებს", — ამბობს ბენდის ვოკალისტი.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი Bedford Falls 2014 წელს ჩამოყალიბდა და მათმა სადებიუტო ალბომმა — This Is Your House დღის სინათლე 2019 წელს იხილა, ხოლო ბოლო ალბომი miende. ბენდმა მსმენელებს 2023 წელს შესთავაზა.
Bedford Falls გასულ წელს კონცერტი ჰქონდა ევროპულ ქალაქებშიც. Calypso-ს ტურნემ სტარტი 2024 წლის 28 ივნისს Inne Brzmienia-ს ფესტივალზე აიღო, ხოლო კონცერტები 21 ივლისს ვენაში დასრულდა.
ფოტო: Straus Entertainment
ბენდის ვოკალისტის ცნობით, ისინი ახალ სიმღერებზე მუშაობენ, ჯერჯერობით არ იციან, მას ალბომის ფორმა ექნება თუ EP-ს, შესაძლოა, როგორც Ultramarine — ისინიც სინგლებად გამოუშვან.
გვინდა, ჩვენმა მსმენელმა იცოდეს, რომ წინ კიდევ უამრავი სიმღერა ელით, ზოგი ძველი ჟღერადობის, ზოგიც სრულიად უცხო
— გვეუბნება დათო ჯიქია.
სანამ ბენდი ახალ სიმღერებს შემოგვთავაზებს, მათ მოსმენას გულშემატკივრები 21 ივნისს, Ciskari Garden-ში შეძლებენ.
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
კომენტარები