მათე დევიძე

15 Jun. 2025, 11:59

"გამარჯობა თანამებრძოლებო,

ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ, არ მინდა თავი მოგაბეზროთ, ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას თანადგომისთვის. მესამე დღეა ტელევიზორს ვერ ვცილდები, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ უსასრულო წყვდიადში სინათლე გამოჩნდა. ისინი ჩემთან ერთად ძალიან ახლოს არიან, ისინი სინდისის პატიმრები არიან [...]

გამარჯვება ძალიან ახლოსაა [...] სიცოცხლე თავისუფლებისთვის გადადგმულ ნაბიჯებშია, სრული სვლით თავისუფლებისკენ."

სინდისის პატიმრის, მათე დევიძის მიმართვა ციხიდან "პუბლიკამ" გაავრცელა.

შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბებული შედეგების საპროტესტო აქციაზე დააკავეს. სინდისის პატიმარს სამი პოლიციელისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ "ჯოხის დარტყმას" ედავებოდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელების წვრთნა დროებით შეაჩერა. კომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,…