ვინ სად დანიშნეს შსს-ში ვახტანგ გომელაურის გადადგომის შემდეგ?
დიდი საკადრო ცვლილებების ოცნების ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროში 28 მაისის შემდეგ, უწყების ხელმძღვანელის, აშშ-ს მიერ მაგნიტცკის სიაში მოხვედრილი და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაურის გადადგომის შემდეგ, დაიწყო.
უწყებამ აწ უკვე ყოფილი მინისტრის მიმართვა გაავრცელა, სადაც გომელაური წერდა, რომ "10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცეპრემიერის თანამდებობებს" და "დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მისცა და გუნდს სთხოვა თანამდებობის დატოვება".
იმავე დღეს, ოცნების ხელისუფლების პრემიერმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი — გელა გელაძე წარუდგინა.
28 მაისსავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობას ტოვებდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, თუმცა ეს ინფორმაცია უწყებამ მალევე უარყო.
9 ივნისს კიდევ ერთხელ დაწერეს მედიასაშუალებებმა, რომ ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობა დატოვა. ამის პარალელურად შსს-ის ვებგვერდზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად უკვე ლევან მაისურაძე იყო მითითებული.
რამდენიმე საათში შსს-მ საკადრო ცვლილებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რომლის მიხედვითაც ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. მისი ადგილი კი თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან მაისურაძემ დაიკავა.
ამას გარდა, თანამდებობრივად ჩამოაქვეითეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დანიშნეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან კვიციანი დაინიშნა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა;
ოცნების ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა სირაძე სანქცირებულია ჩეხეთისა და სამი ბალტიის ქვეყნის — ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძეს ლიეტივისგან, ლატვიასა და ესტონეთისგან სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები აქვს დაწესებული.
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლევან მაისურაძე დაინიშნა
- ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს
- შსს-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს
- ჩეხეთმა სანქციები დაუწესა ზვიად ხარაზიშვილს, მირზა კეზევაძესა და ვაჟა სირაძეს
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები