თინათინ ბოკუჩავას თქმით, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ. სწორედ ეს გახდა იმ ვიდეოს ჩაწერის მიზეზი, რომელიც კოტე იოსელიანმა გუშინ, 8 ივნისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ის ბოდიშს უხდიდა უტა ივანიშვილს.
ბოკუჩავამ ბრიფინგზე თქვაფ, რომ ამ გატაცების რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა. შემდეგ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამ გატაცების დამკვეთი "მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძეა" და ის "ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო".
"საზოგადოების ნაწილმა იხილა ვიდეო, რომელიც გუშინ ჩემმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა გამოაქვეყნა, სადაც ის თითქოს ბოდიშს იხდის მის მიერ, 2018 წელს გაკეთებული საჯარო კომენტარის გამო უტა ივანიშვილთან დაკავშირებით.
მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე, რა მოხდა ამ ვიდეოს ჩაწერამდე. ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს მცირეწლოვან შვილთან ერთად — ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს.
ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, მას აუხვიეს თვალები, თვალებახვეული და ხელშეკრული უცნობი მიმართულებით გაიტაცეს. რა თქმა უნდა ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია მისი გატაცების, რადგან მთელი პერიოდი ის იყო თვალებახვეული, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს. მათ შორის ჩვენი უფროსი 10 წლის შვილის სკოლის, ჩვენი ოფისის და 2 წლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა, მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით.
მიუხედავად იმისა, რომ მე ბუნებრივია მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ თავის პირად ტელეფონთან წვდომას.
ყველას პირადი ცხოვრება პირადია. მაგრამ, ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინდელი კოტეს ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არ არის და ეს არის მხოლოდ მიზეზი. რეალური მიზეზი არის ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუქება. ახლა მინდა ძალიან გარკვევით ვთქვა — ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, მისი გამტაცებლების და გატაცების დამკვეთის, მათ შორის გელა გელაძის, რომელიც როგორც მეუბნებიან მე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი, ის ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო. ყველას გასაგონად მინდა გარკვევით ვთქვა — არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის.
რეჟიმმა ჩათვალა, რომ მე ვერ მიჭერენ და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემზე ზეწოლა ჩემი ოჯახით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მეშინია, არ გავჩუმდები და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს. რადგან მხოლოდ სიმართლით შეგვიძლია დავამარცხოთ რეჟიმის სიმხდალე," — განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინათინ ბოკუჩავამ ბრიფინგზე ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაშია.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში 50-წამიან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, მისი ბოდიში შეიძლება უკავშირდებოდეს 2018 წელს გაკეთებულ განცხადებას მასსა და მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე, რაზეც იოსელიანმა ბოდიში უკვე მოიხადა.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები