“მოემზადე“ — თეგეტა მოტორსის ახალი სეზონური კამპანია
ფოტო: თეგეტა მოტორსი
“მოემზადე“ — წინ ბევრი საინტერესო გზა გელოდება. მოემზადე მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, წვიმისთვის, ქარისთვის, მზიანი ამინდებისთვის... ყოველი დიდი მოვლენის წინ ადამიანები განსაკუთრებით ემზადებიან და ყველა საჭირო პროცესს შესაბამისად აორგანიზებენ. სეზონის ცვლილებაც ზუსტად ის მოვლენაა, როდესაც საჭიროა ავტომობილის წინასწარ მომზადება, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, მოემზადე და მოამზადე შენი ავტომობილიც, რომ გზებზე საიმედო მეგზურობა გაგიწიოს. “თეგეტა მოტორსი“ კი ამ გზაზე შენი უსაფრთხოების თანამგზავრი იქნება.
“მოემზადე“ — სწორედ ამ გზავნილით იწყებს თეგეტა მოტორსი ახალ კამპანიას და მომხმარებელს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სეზონურ ცვლილებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
ხშირად მძღოლები ავტომობილის შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებენ, არადა ცხელ დღეებში უსაფრთხოდ და კომფორტულად გადასაადგილებლად ავტომობილის შესაბამისად მომზადება აუცილებელია. თეგეტა მოტორსისთვის, ერთი მხრივ, საქმიანობიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, მისი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. კომპანია უკვე წლებია, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთ კამპანიას აწარმოებს და სერვისებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობას ზრდის.
ელენკა კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: “თეგეტა მოტორსისთვის, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლამდე სხვადასხვა გზით მივიტანოთ გზავნილი, რომ ავტომობილის მოვლა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია. „მოემზადე“ — ამ გზავნილის მიზანიც სწორედ ისაა, მომხმარებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ტემპერატურის ცვლილებამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. განსაკუთრებით კი, ზაფხულის მოახლოებისას, როცა გზებზე მობილობა იზრდება და ჩვენც დიდი მოგზაურობის დაგეგმვას ვიწყებთ. იმისთვის, რომ უსიამოვნო მოულოდნელობები თავიდან ავიცილოთ, სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება აუცილებელია. პირველი ნაბიჯი კი ავტომობილის შემოწმებაა. პრევენციული სერვისები დაგვეხმარება, პრობლემა საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ და რეაგირებაც დროულად შევძლოთ.
სწორედ იმიტომ, რომ თეგეტა მოტორსისთვის მომხმარებელთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება პრიორიტეტია, ცხელი დღეებისთვის გამორჩეულად მოვემზადეთ — კამპანიის ფარგლებში ყველა საჭირო პრევენციულ სერვისზე განსაკუთრებული შეთავაზება გამოვაცხადეთ. ახლა მომხმარებლის დროა - მოემზადოს სეზონური ცვლილებებისთვის“.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი თეგეტა მოტორსის ფილიალებში შეძლებს 75 ლარად, 125 ლარის ნაცვლად, მიიღოს შემდეგი სერვისები:
- სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის შემოწმება
- საბურავების პროტექტორის სიმაღლისა და წნევის შემოწმება
- აკუმულატორების შემოწმება
- ზეთისა და ფილტრების შემოწმება
- კონდიციონერისა და ვენტილაციის სისტემის შემოწმება
ვინაიდან, კამპანია “მოემზადეს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, თეგეტა მოტორსმა თიზერით დაიწყო. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, კომპანიის სოციალურ ქსელში საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა - როგორ ამზადებს ავტომობილს ახალი სეზონისთვის. მოგვიანებით კი კამპანიაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილის სეზონური მომზადების შესახებ პროფესიული რჩევები პირადად თეგეტა მოტორსის მექანიკოსებისგან მიეღოთ, ვიდეოს საშუალებით.
იმისთვის, რომ თეგეტა მოტორსთან ერთად მოგზაურობა იყოს არა მხოლოდ უსაფრთხო, იმავდროულად, სასიამოვნოც, კომპანია მუსიკალურ პლატფორმა ცასთან კოლაბორაციასაც გეგმავს. თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლისთვის მოგზაურობისთვის ექსკლუზიური მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნება. იდეა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მოგზაურობის კიდევ უფრო კომფორტულობას, მეორე მხრივ კი, ახალბედა ქართველი არტისტების ცნობადობის ამაღლებას.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თეგეტა მოტორსი მომხმარებელს კამპანიის ფარგლებში კიდევ არაერთ აქტივობასა თუ შეთავაზებას უმზადებს. ცხელი დღეები იწყება და წინ სასიამოვნო თავგადასავალია, თუმცა მანამდე სეზონური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადო!
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის — Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
კომენტარები