ISFED საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული 43 პირის ინტერესებს იცავს
ფოტო: On.ge
"სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) შრომითი უფლებების დაცვის მიზნით საქალაქო სასამართლოებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 43 გათავისუფლებული პირის უფლებების დაცვის მიზნით სარჩელი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამართლიანმა არჩევნებმა" ავრცელებს.
ამას გარდა, ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს.
"2024 წლის დეკემბრის ბოლოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი. საჯარო რეესტრის თანამშრომლებს დაეგზავნათ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები. სააგენტოს განმარტებით, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე შესრულებულია წარმატებით და უწყება დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე ათავისუფლებდა თანამშრომლებს.
გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია 2024 წლის 30 ნოემბერს შექმნილ პეტიციასთან, რომელსაც შეუერთდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 350-ზე მეტი თანამშრომელი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულებმა პეტიციით საჯაროდ დააფიქსირეს პოზიცია ქართული ოცნების მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებით და დაგმეს ძალადობა.
"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი არ ემსახურებოდა რეალურ საჭიროებებს და პროცესი სრულიად დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად წარიმართა. საჯარო რეესტრი მუდმივად განიცდის კადრების დეფიციტს, რაც დასტურდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაერთი ვაკანსიით. ამასთან, გათავისუფლებულთა ნაწილი წლებია მუშაობს სააგენტოში, რაც ცხადყოფს, რომ თანამშრომელთა ნაწილთან დადებული ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უვადო შრომით ხელშეკრულებას მიეკუთვნება. პირადი ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე არ მოუწოდებია ბენეფიციართა უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაციები.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
0 800 100 143", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები