Bunshun: იაპონიაში საქართველოს ელჩი უტა ივანიშვილს საიდუმლოდ შეხვდა და დიდი შავი ჩანთა გადასცა
იაპონური გამოცემა, Bunshun ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის და იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას საიდუმლო შეხვედრის დეტალებზე სტატიას ასეთი სათაურით აქვეყნებს: "პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი ტოკიოში შენიშნეს!"
Bunshun-ის ცნობით, ელჩმა უტა ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:
"აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება".
იაპონური გამოცემა წერს, რომ ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში ელიტარული ბინა შეიძინა, სადაც მშვიდად და კომფორტულად ცხოვრობს.
"ის ჩვეულებრივი, კარგი გარეგნობის მქონე ახალგაზრდაა, რომელიც ძირითადად ფეხით ან მატარებლით გადაადგილდება და არ ეტყობა, რომ მდიდრულად ცხოვრობს. მას უყვარს იაპონური ბრენდების ტანსაცმელი, როგორიცაა Bathing Ape და Onitsuka Tiger. მას უყვარს თამაშები და უფრო მეტად "სახლის ადამიანია", მაგრამ ზოგჯერ დადის სპორტდარბაზსა და სანაპიროზე. ჭამს იაპონურ საჭმელს, აქვს სისუსტე ტკბილეულის მიმართ, როგორიცაა შოკოლადი და ნამცხვრები. მას ალკოჰოლიც უყვარს .
იგი სოციალური მედიის მომხმარებელია, მეგობრების წრის გასაფართოებლად გაცნობის აპლიკაციებს იყენებს და ტოკიოს ბარებში გამართულ საერთაშორისო გაცვლით ღონისძიებებს ესწრება. იგი სიამოვნებით თამაშობს "მაფიას", წუწუნებს: "მე არ ვარ კარგი ტყუილში" ხანდახან წვეულებებსაც მართავს რუს მეგობრებთან ერთად.
...ჩვენმა გამოცემამ მოიპოვა უძრავი ქონების რეესტრის დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ ბინა, რომელიც 115 კვადრატული მეტრია, 500 მილიონი იენით ნაღდი ფულით შეიძინა", — წერს იაპონური გამოცემა.
სტატიაში ნახსენებია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ს მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ, იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების ატუ ჰოლდინგსის დაარსების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, სანქციებისგან ქონების თავის არიდების მიზანს ემსახურება. გამოცემა იმასაც წერს, რომ უტა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებამდე ცოტა ხნით ადრე, 500 მილიონი იენის ღირებულების ბინა შეიძინა.
იაპონური მედია უტა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს
ფოტო: Bunshun
"ივანიშვილის ვაჟმა ბინა შეიძინა ივნისში, მაშინ როდესაც საქართველოში დიდი არეულობა იყო. ამას მალევე მოჰყვა აშშ-ის სანქციები დეკემბერში, რაც ბადებს ეჭვს, რომ ეს ტრანზაქცია სანქციების თავიდან აცილების ნაწილი იყო", — წერს იაპონური მედია.
წყარო: სტუდია მონიტორი
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები