"საქნახშირის" თანამშრომლები კომპანიის მხრიდან 100-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების მოტივზე საუბრობენ
ფოტო: Pixabay
კომპანია "შპს საქნახშირის" გადაწყვეტილება მაღაროელების, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე, გუშინ, 23 დეკემბერს გავრცელდა. ამ თემასთან დაკავშირებით მოგვიანებით ამავე კომპანიის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა გიორგი აბულაძემ "მაუწყებელთან" ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც გიორგი აბულაძე ამბობს, იგი "შპს საქნახშირში" 18 წელი მუშაობდა და 6 წლის წინ, კომპანიაში მომხდარი აფეთქების შედეგად სიცოცხლესაც ძლივს გადაურჩა, თუმცა ამის მიუხედავად, კომპანიამ მისი გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
"18 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ, დავიწყე დაცვიდან, შემდეგ ვმუშაობდი რემონტის უბანში — შახტაში გადავედი, მოგვიანებით დავიწყე ვენტილაციისა და უსაფრთხოების სამთო ოსტატად მუშაობა. 6 წლის წინ კომპანიაში აფეთქება მოხდა, სადაც გაზი აფეთქდა, შედეგად კი მივიღე დამწვრობები, ფიზიკური დაზიანებები, თვალზე და ხელებზე. შემდეგ დავიწყე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობა, კომპანიამ გაგვიშვა ტრენინგზე და წლინახევრის წინ ჩამოვიტანე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი", — აღნიშნავს აბულაძე.
მისი თქმით, იგი კოალიცია ცვლილებების წარმომადგენელია. კომპანიიდან გათავისუფლებამდე, მასთან ნაცნობები მოსალაპარაკებლად გამოაგზავნეს და შეუთვალეს, რომ კოალიციიდან წამოსულიყო.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ კომპანიაში მისი ოჯახის წევრებიც მუშაობენ, ხოლო კომპანიის მხრიდან მუქარაში მასთან ერთად ოჯახის წევრების გათავისუფლებაც მოიაზრებოდა.
"გუშინ დაგვირეკა ჩვენმა განყოფილების უფროსმა, თბილისიდან არიან ჩამოსულები კონსულტანტები, 12 საათისთვის უნდა მიხვიდეო და გამომიცხადეს, რომ თქვენი კადრი შემცირდაო და წაგვიყენეს ორი პირობა: 4 ან 3-თვიანი კომპენსაცია, რომელსაც დავთანხმდებოდით. ჩემი განთავისუფლება მოჰყვა, მე ვიყავი კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი. მანამდე გამოგზავნეს საერთო მეგობრები, რომ კოალიციიდან გამოვსულიყავი, თორემ მოხდებოდა ჩემი განთავისუფლება, ჩემი ოჯახის წევრების განთავისუფლება — ჩემი ძმა, ჩემი რძალიც ამ კომპანიაში მუშაობენ. ერთი სიტყვით, ეს მუქარა შეასრულეს. როგორც ვიცი, 40-დან 100-კაცამდე არის განთავისუფლების სიაში, ვინც ცოტა განსხვავებულ აზრს აფიქსირებს კომპანიაში", — ამბობს მაღაროელი გიორგი აბულაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მეშახტე ხვიჩა გაბუნია და წერს, რომ ის და 100-მდე მეშახტე დარჩა უმუშევარი.
"ქალაქი, რომელიც გამოირჩეოდა გვერდში დგომით და ერთმანეთის სოლიდარობით, დღეს შახტის ხელმძღვანელებმა აქციეს მჩაგვრელ და რეპრესულ ქალაქად. საახალწლოდ 100 მეშახტე დაგვტოვეს უმუშევარი, თანაც საბავშვო კონცერტის ფონზე, ეს ხომ საერთოდ მარაზმია", — წერს იგი.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ აპირებენ სხვა მეშახტეების გათავისუფლებას.
"100 კაცი არის გათავისუფლებული და ძალიან ბევრი კიდევ რიგშია, ეტაპობრივად ხდება მეშახტეთა გათავისუფლება ჩვენს წარმოებაში. დაიწყო რეპრესიები. […] რა თქმა უნდა, ესაა ყველაფერი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი პოსტი მქონდა დაწერილი, რომ მეშახტეებო, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, ჩვენი გზა არის წინსვლისკენ და ამ ყველაფერმა გამოიწვია ნეგატიური შეხედულებები ჩემ მიმართ. მან [ხელმძღვანელმა] რამდენჯერმე დამიბარა კაბინეტში, მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებე, თორემ პირადად ვიძიებ შურს შენზე შურსო", — განაცხადა მედიასთან ხვიჩა გაბუნიამ.
აღნიშნულ საკითხზე "პირველ არხთან" კომენტარი გააკეთა კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენელმა, გვანცა დელიბაშვილმა, რომლის თქმითაც, კომპანიას მეშახტეები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.
"ადგილი არ ჰქონია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას, გეტყვით, „საქნახშირი“ ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას, შევამოწმეთ თანამშრომელთა ცოდნა, გარკვეული რაოდენობა შემცირებაში მოყვა, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ რომელიმე თანამშრომელი საქნახშირს მიღმა დარჩება. თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც სრულად ავანაზღაურებთ. პარალელურად, ეს ადამიანები მიიღებენ ხელფასს სრულად, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით და სოციალური პირობებით, რომლითაც სარგებლობენ დღემდე. გადამზადების შემდეგ ჩააბარებენ გამოცდას და მათ შესთავაზებენ ახალ კონტრაქტებს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმდება „საქნახშირში“. 20-მა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი გადამზადების კონტრაქტს, დანარჩენებს ველოდებით", – განაცხადა მან.
ევროპულ სტანდარტებთან მორგების პროცესთან დაკავშირებით რეორგანიზაციასთან და შემცირებებთან დაკავშირებით, კომპანიამ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა:
"საქნახშირი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას! ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქნახშირში დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი წარმატებით განხორციელდა. […]
ახალი შახტის პროექტი თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, გაიღრმაოს ცოდნა, გაიუმჯობესოს გამოცდილება ან, აირჩიოს სრულიად ახალი პროფესია.
მოპოვების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი, ევროპული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. ამიტომ, სპეციალისტების ცოდნის შემოწმება და გადამზადება მნიშვნელოვანია. სწორედ ევროსტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება.
ამასთან დაკავშირებით, "საქნახშირში" რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. 350 დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს.
რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც "საქნახშირი" დააფინანსებს. პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება "საქნახშირში".
24 დეკემბრის 15:00 საათის მდგომარეობით, 38 შემცირებული ადგილიდან 20 ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში 1 იანვრამდე", — ნათქვამია განცხადებაში.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები