Washington Examiner: ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება
ქართული ოცნება თავდაჯერებით დებს ფსონს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი უგულებელყოფს მათ სისასტიკეს და კორუფციას. პარტიას სურს, რომ დონალდ ტრამპმა უგულებელყოს სახელმწიფო რესურსების ძარცვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო ქალებსა და მამაკაცებზე თავდასხმები, — ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
ქართულ ოცნებას ასევე სურს, რომ ტრამპმა არ შეამჩნიოს მისი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, პრემიერ-მინისტრის დასწრება ჰამასის ლიდერის დაკრძალვაზე და ქართული ოცნების მხარდაჭერა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესების მიმართ, რამაც განაპირობა ის, რომ მთავრობამ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას პეკინთან და, როგორც ჩანს, არაკვალიფიციურ მხარდაჭერას ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესებისთვის", — აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ ქართული ოცნება იმედოვნებს, ტრამპი მის მიმართ იმავე მიდგომას გამოიყენებს, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ გამოიყენა, კერძოდ, "მიესალმება მის რიტორიკულ ქებას, ხოლო უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უკეთესი ინტერესების აშკარა ღალატს".
"ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი მის სატყუარას წამოეგება. ივანიშვილი და ქართული ოცნება წარმოადგენს კორუმპირებულ ელიტას, რომელიც მოქმედებს რიგითი ადამიანების ინტერესების წინააღმდეგ ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. თავის მხრივ, ტრამპის მოსვლის მოლოდინში სიცილის ნაცვლად, ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს მისი ინტერესების წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის მეორადი სანქციების, წინაშე აღმოჩენის გამო. იგივეს შიში უნდა ჰქონდეს ქართული ოცნების ხელისუფლებასაც", — აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ ქართული ოცნება არ არის არც ტრამპისა და არც ამერიკის მეგობარი.
"ავიღოთ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი. ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, ყაველაშვილმა შეერთებულ შტატები დაადანაშაულა იმ სისასტიკეში, რომელიც მისმა პარტნიორებმა თანამოქალაქეების წინააღმდეგ განახორციელეს. მკვეთრი ანტიამერიკელი ყაველაშვილი ივნისში თავს დაესხა კონგრესის წევრებს, მათ შორის გამოჩენილ რესპუბლიკელებს და განაცხადა: "მათ ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი" აქვთ. ყაველაშვილმა გააფრთხილა თავისი პოლიტიკური ოპონენტები, რომ მათ დაემუქრებათ ბნელი შედეგები აშშ-ის კონგრესის წინაშე საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შესახებ ჩვენების მიცემის შემთხვევაში. მან თქვა: "არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის!" უდანაშაულო ქართველი ხალხის დასისხლიანებულ და დაზიანებულ თვალებში მსოფლიო ახლა ხედავს, თუ რას გულისხმობდა ყაველაშვილი "სათანადოში", — აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ ტრამპმა ქართული ოცნება ისე უნდა შეაფასოს, როგორიც არის.
"კორუმპირებული ავაზაკების ჯგუფი, რომელთაც სურთ საქართველოს კონსტიტუცია და ხალხი მორჩილებაში ჰყავდეთ, რათა უკეთ გამდიდრდნენ და უკეთ ემსახურონ ამერიკის მოწინააღმდეგეებს მოსკოვსა და პეკინში", — აღნიშნულია სტატიაში.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები