ირაკლი ჩიქოვანი

26 Nov. 2024, 14:40

"თავდაცვის სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებების მსგავსად აქტიურად არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისათვის შექმნილ სხვადასხვა მექანიზმებში. რაც შეეხება ევროპულ სამშვიდობო მექანიზმს, ევროპულ მხარესთან ინტენსიურად მიმდინარეობს უკვე დამტკიცებული დახმარების ათვისების პროცესი, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარებას და ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი შეცვლილი რეალობის გათვალისწინებით და გადატვირთვის გათვალისწინებით მალე კვლავ გაგრძელდება.

ჩვენ ვაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებულ ორმხრივ თანამშრომლობას 34 პარტნიორ სახელმწიფოსთან. ურთიერთობების გადატვირთვის კვალობაზე ვიმედოვნებთ და მოველით, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. [...]

ვიტყვი იმასაც, რომ დასანანი იყო აშშ-სგან და გაუგებარი აშშ-ს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ღირსეული პარტნიორის გადადებასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი წრთვნები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც ვატარებდით სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში იქნება გადახედილი გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…