ირაკლი ჩიქოვანი

12 Aug. 2024, 11:33

"დიდგორის ბრძოლა, ნებისმიერი ძლევამოსილი სახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა. ეს იყოს საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო წარმატება, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას დაუდო საფუძველი. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არამხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული. დიდგორის ბრძოლა ძლევაი საკვირველის მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო. დღევანდელი დღე პირველ რიგში გვასწავლის იმას, რომ საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად სიმამაცესა და შეუპოვარ ბრძოლასთან ერთად დიდი გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. ჩვენს მებრძოლებს აბჯრად აქვთ ეს დიდი ისტორია. დღეს, ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია - სწორი პოლიტიკა და სტრატეგია, რითაც ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა", — განაცხადა ჩიქოვანმა.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, დიდგორის ველზე მიმდინარე "დიდგორობა 2024" — ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება

პოლიტიკურ პლატფორმა ჯერ საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ ყიფიანმა 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ კობახიძის…