მოქალაქეები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ რეგიონულ პრობლემებზე კონცენტრირდნენ
ფოტო: Zinc Network
კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის კამპანიის: გაიგეთ ჩვენი ხმა, ფარგლებში გამოკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ: სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა, საკვებსა და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები, მიგრაცია და დაბალი პენსია. აღნიშნული პრობლემები, კოალიციის წევრებს, მოქალაქეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო გამოკითხვებისა და შეხვედრებისა დროს გაუზიარეს.
მოსახლეობის თქმით, მაშინ, როცა პოლიტიკოსები განყენებულ საკითხებზე მსჯელობენ, რეგიონებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩევა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და მედიკამენტების ფასები. სოციალური პრობლემები, რომ საქართველოსთვის უმწვავესი საკითხია დასტურდება სტატისტიკითაც. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველო მწვავე სოციალური მოწყვლადობის წინაშე დგას: 680,833 ადამიანი, მათ შორის 244,699 ბავშვი, სახელმწიფო დახმარებებზეა დამოკიდებული.
რეგიონებში შეხვედრების დროს, არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ ხშირად მათ არჩევანის გაკეთება უწევთ მედიკამენტებისა და საკვების ყიდვას შორის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას პენსიონერებში, რომელთაც გაზრდილი ფასების გამო პენსია თვიდან-თვემდე არათუ საცხოვრებლად, არამედ პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არ ყოფნით!
გურიის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ფინანსურ სირთულეებს, სამუშაოს ნაკლებობასა და არასათანადო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს წინაშე დგანან, რაც ხშირად ხდება, რეგიონებიდან და მერე უკვე ქვეყნიდან მიგრაციის მიზეზი. არსებული მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან 71,584-ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე დაბრუნდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კი მიგრაციული დანაკარგების შედეგად, ქვეყნის მოსახლეობა 264,693-ით შემცირდა.
"ჩემი სოფელი იცლება. ახლობლები, მეზობლები - თითქმის ყველა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. დაგველაპარაკონ პოლიტიკოსები, რა ეშველება ამ ამბავს?" - ამბობს მამუკა შიდა ქართლიდან, რომელიც თვლის, რომ ძალიან ხშირად, პოლიტიკოსებს მათი ამომრჩევლები აღარ ახსოვთ.
მნიშვნელოვანია ცალკე გამოიყოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალეების წუხილი, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად საოკუპაციო ძალებთან პირისპირ არიან დარჩენილები და გამოსავალს, რეგიონების სოციო-ეკონომიკურ გაძლიერებაში ხედავენ.
"პოლიტიკოსები არა რუსეთთან დაახლოებაზე უნდა კონცენტრირდნენ, არამედ სოფლები უნდა გააძლიერონ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარონ", - განაცხადა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა.
რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მკაფიოდ გამოხატავენ სურვილს, რომ მმართველობა მეტად ინკლუზიური და ემპათიური იყოს. მათ სურთ მმართველობა, რომელიც ადამიანის საჭიროებებს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ მოემსახურება. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ წინსვლისა და სტაბილურობისთვის, ევროპული კურსის დაცვა აუცილებელია და მოელიან, რომ პოლიტიკოსები ამ მიმართულების ერთგულები დარჩებიან.
"ყველაფერი ზედმეტად ცენტრალიზებულია. პოლიტიკოსებმა ხალხს უნდა მოუსმინონ და მეტი ემპათია გამოავლინონ", - ამბობს კახეთში მცხოვრები მამაკაცი.
"ჩვენ ძლიერი მეგობარი გვჭირდება, მაგრამ ეს რუსეთი არ არის. სწორედ ევროკავშირი გვაძლევს შანსს, რომ მომავლის იმედით აქ, ჩვენს ქვეყანაში გავჩერდეთ", - აღნიშნავენ ქალები შიდა ქართლის სოფლიდან.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობის, წევრი ორგანიზაციის საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენლის მალხაზ რეხვიაშვილის განცხადებით, კამპანიის "გაიგეთ ჩვენი ხმა" მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც მოქალაქეების საკუთარი პრობლემების გაჟღერებას შეძლებენ.
"უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, როდესაც მედიასივრცის დიდი ნაწილი პოლიტიკურ გუნდებს შორის დაპირისპირებას უჭირავს, მოქალაქეებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათი ხმა ჯეროვნად არ არის გაჟღერებული, უჩნდებათ პოლიტიკური საკითხებიდან გარიყულობის შეგრძნება. ამ კამპანიით ჩვენი მიზანია მოქალაქეებს სწორედ ეს სალაპარაკო - საკუთარი ხმის გასაჟღერებელი სივრცე მივცეთ." - ამბობს რეხვიაშვილი.
იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს უკეთ მიაწვდიდნონ ხმა კოალიცაი მოუწოდებს მოქალაქეებს, სოციალური გვერდის მეშვეობით დააფიქსირონ საკუთარ პრობლემები და მიაწვდიდნონ ხმა პოლიტიკურ ჯგუფებს.
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
კომენტარები