8 ცრურწმენა ბაობაბზე, რისაც ზოგიერთს ასე სჯერა
ფოტო: jam-news
ბაობაბის ხე სიცოცხლისა და გამძლეობის სიმბოლოდ ითვლება აფრიკაში. ის გავრცელებულია მშრალ ადგილებში და ცნობილია უნარით, შეინახოს დიდი რაოდენობით წყალი, რაც მას ხანგრძლივი გვალვებისგან იცავს.
ბაობაბი საკვების, თავშესაფრისა და ბუნებრივი რესურსების მიმწოდებელია ადამიანებისა და ველური ბუნებისთვის. მისი ხილის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა, ხშირად მას "სუპერსაკვებს“ უწოდებენ მაღალი C ვიტამინის შემცველობის, ანტიოქსიდანტების და ბოჭკოს გამო. კენიაში ბაობაბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემაში, მაგრამ, ამას გარდა, ის კულტურის ნაწილიცაა და მასზე ბევრი ცრურწმენაა გავრცელებული.
ადრე თუ ბაობაბის ხსენებაზე დაბადების დღის ცენტრი გვახსენდებოდა, დღევანდელ რეალობაში ის ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. როგორც ვიცით, მისი ასწლოვანი ბაობაბები გახმა, ერთი შეხედვით იფიქრებთ, არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმეო, მაგრამ თავად ის ამ ყველაფერს უფრო საკრალურ დანიშნულებას აძლევს და "გათვალვას აბრალებს".
ამ სტატიაში იმ ცრურწმენებს გაგაცნობთ, რომლებიც ბაობაბებთანაა დაკავშირებული.
1. სულებისა და წინაპრების საცხოვრისი
მიიჩნევენ, რომ ბაობაბის ხეები სავსეა წინაპრების სულებით და ხის "შეწუხება" უბედურების მომტანია.
ფოტო: tenor
შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ ინფორმაცია სულაც არ ჰქონდა და მისთვის არავის აუხსნია "შეწუხება" რას ნიშნავს.
2. ბაობაბის მოჭრა
ფიქრობენ, რომ ბაობაბის მოჭრა მძიმე უბედურებას ან სიკვდილს მოიტანს.
ფოტო: tenor
ვფიქრობთ, ამოთხრა და გახმობა მოჭრის ეკვივალენტია და ბატონ ბიძინას ვურჩევთ ამ საკითხს ჩაეძიოს.
3. ბაობაბის ყვავილის მოწყვეტა
გავრცელებულია ცრურწმენა, რომ ვინც ბაობაბის ყვავილს მოწყვეტს, მას ლომები შეჭამენ.
ფოტო: tenor
შეიძლება ზუსტად ამის გამო ჰყავს ბიძინა ივანიშვილს ამდენი ზებრა.
4. თავდაყირა ბაობაბი
აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ითვლება, რომ ღმერთებმა თავდაყირა დარგეს ბაობაბი, რაც მის უნიკალურ ფორმას განსაზღვრავდა.
ფოტო: tenor
ნეტა, გასასწორებლად პირიქით ხომ არ დარგეს და მაგიტომაც გახმა?
5. ბაობაბის თესლები
ამბობენ, რომ ბაობაბის თესლებით გაჯერებული წყლის დალევა ბოროტი სულებისგან გვიცავს.
ფოტო: tenor
ეს ალბათ იმ შემთხვევაში მუშაობს, შენ თვითონ თუ არ ხარ ბოროტი სული.
6. ბაობაბზე ასვლა
ზოგიერთ კულტურაში ბაობაბის ხეზე ასვლა უპატივცემულობად ითვლება და ამას წყევლაც კი მოჰყვება.
ფოტო: tenor
ასასვლელად უფრო ტყემლის ხეს ვურჩევდით.
7. ბაობაბის დარგვა
განსხვავებით მოჭრისგან, ბაობაბის დარგვა წარმატების, კარგი ბედისა და კურთხევის მომტანია.
ფოტო: tenor
ვიმეორებთ, დარგვა და არა გადარგვა!
8. ბაობაბის გადარგვა
ფოტო: georgianjournal
ლეგენდის თანახმად, ბაობაბის გადარგვა უიღბლობას იწვევს. თუ გაგთვალეს და გადარგვისას ხე გახმა, არჩევნების წაგებაც იცისო, ამბობენ.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
კომენტარები