ირაკლი კობახიძე

17 Sep. 2024, 14:08

"ეს ყოველთვის ასე არ იყო. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისული პერიოდი. პირველი პერიოდი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს, 2015-2016 წლები იყო საკმაოდ რთული ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, იყო სავალუტო კრიზისი, რასაც მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური სირთულეები და მაშინ დოლარში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა შემცირდა კიდეც. ამას დაემატა, მოგვიანებით, 2020 წელს კოვიდთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეებით, ეკონომიკის 6.5%-ით შემცირება. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ 2012-დან 2020 წლის ჩათვლით, ნომინალური ეკონომიკა დოლარში შემცირდა კიდეც, რაც გამოწვეული იყო მთელი რიგი გლობალური ფაქტორებით.

…წინა 3 წლის განმავლობაში, 2021-2022-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპმა შეადგინა 9.7%. წლევანდელი პირველი 7 თვის მაჩვენებელიც არის ანალოგიური, 9.7%, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს. მთავარია, გავუფრთხილდეთ იმ არსებულ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არის მოცემული ჩვენს ქვეყანაში", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე

11 ივნისს ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ტექნიკური და პროცედურული…