ირაკლი კობახიძე

14 Sep. 2024, 22:02

"რაც შეეხება გაწევრიანებას, ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წელზე, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ 2030 წელზე საუბრობენ თავად ევროპელი პარტნიორები. ეს არის ყველაზე მოკლე ვადა, როდესაც შეიძლება საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს, ანუ 2031 წლიდან საქართველო მიიღებს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს. 14 მილიარდი დოლარი არის ჩვეულებრივი ტყუილი. თუ საუბარია კანდიდატ ქვეყნებზე, კანდიდატი ქვეყნებისთვის მთლიანად არის გამოყოფილი 14 მილიარდი 7 წელიწადზე. ამ 14 მილიარდიდან უდიდესი ნაწილი მიდის, მაგალითად თურქეთზე იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ქვეყანა, ათეულობით მილიონი მოსახლეობით, ეს მიდის სერბეთზე, მონტენეგროზე, ბოსნიაზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. შესაბამისად, 14 მილიარდიდან რამდენი შეიძლება შეხვდეს 7 წელიწადში საქართველოს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ამ 14 მილიარდიდან საქართველოს წილი რეალურად არის 100 მილიონი, რასაც ისედაც იღებს საქართველო. შესაბამისად, ეს 14 მლრდ არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ძალიან უჭირს და საერთოდ ვერ ახერხებს ნაცმოძრაობა იმის დაკონკრეტებას, თუ რას უკავშირდება ეს დაპირება. ეს არის ცარიელი ტყუილი, რომელიც, რეალურად, ნახევარ საათში გაქარწყლდა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"

"პირველი არხი" მათ ეთერში არასრულწლოვანის გულის წავლის ფაქტს განცხადებით ეხმაურება. მათი…