ნიკოლოზ სამხარაძე

16 Sep. 2024, 15:33

"თავი დავანებოთ იმას, რომ ის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე იყო და იქ ოპოზიციის მისწრაფებებს მხარი დაუჭირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ყველაზე ნაკლები უბედურებაა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მან საკუთარი განცხადებებით შეურაცხყოფა მოგვაყენა ჩვენ, ჩვენს ხალხს და ეკლესიას.

ძალიან მაინტერესებს, მას შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები რომ დაუსხდებიან, აპირებენ თუ არა სთხოვონ, რომ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადოს.

გაგახსენებთ, როთმა თქვა, რომ მართლმადიდებლობა არის სიბნელე, მართლმადიდებლობასთან ერთად საქართველოს და ახალგაზრდებს ევროკავშირში მომავალი ვერ ექნებათ. ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება არის ქართული კოშმარი და რუსული ხელისუფლება. როთმა ასევე ქართველებზე ფეხბურთელებზე თქვა, რომ სამარცხვინოა, რომ მათ თანხა ქართუ ფონდიდან აიღეს.

ვინც ამას საჯაროდ ამბობს, მასთან შეხვედრის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ - კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა სხვა რამეა. ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მათთან ვსხდებით და დისკუსიას ვაგრძელებთ, რადგან კრიტიკა ჩვეულებრივია, როცა პარტნიორებს ესაუბრები. ამიტომ, ჩვენ კრიტიკას კი არ ვებრძვით, არამედ შეურაცხყოფას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  4. განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
  5. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით, 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება და…