"ევოლუშენის მოშიმშილეები პროტესტს მაშინ შეწყვეტენ, როცა შეთანხმება შედგება" — რა განცხადებები ვრცელდება ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ?
დღეს, 22 აგვისტოს, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ევოლუშენის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას პროფკავშირ ლაბორის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძეც ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის დეტალებზე NEWS.On.ge-ს ესაუბრა.
დიასამიძის თქმით, გაფიცულებმა სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდეს ევოლუშენ ჯორჯიას ქმედებების შესახებ, თუ როგორ აორგანიზებს ის ძალადობრივ ჯგუფებს, როგორ ცდილობს მენეჯერების მეშვეობით დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას, რომლებიც ასევე ჩართული არიან ამ დივერსიის ორგანიზებაში. გაფიცულმა თანამშრომლებმა ლევან იოსელიანს, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სამუშაო პირობებისა და მათ მიმართ დამსაქმებლის დამოკიდებულებაზე.
"სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაურეკავდა მინისტრს, დაურეკავდა შრომის ინსპექციას, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში. მან ასევე თქვა, რომ მანდატიდან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებდა შემათანხმებელი პროცედურების დასაჩქარებლად. მან მოშიმშილეებს თხოვნით მიმართა, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა, თუმცა, გაფიცულებმა ამაზე უარი განაცხადეს“, — აცხადებს დიასამიძე.
მისივე თქმით, სახალხო დამცველს არ დაუკონკრეტებია, რატომ არ ჩაერთო აქამდე პროცესებში და რატომ არ მივიდა გაფიცულებთან სასაუბროდ.
"მანდატიდან გამომდინარე, პოზიტიურად შევაფასებდი მის მოსვლას, ფაქტია, შეშფოთდა ნანახით. ბევრი რამე შესაძლოა არც იცოდა, ბევრი რამის საქმის კურსში იყო, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია, რომ მოვიდა", — ამბობს დიასამიძე.
შეთანხმების მიღწევისთვის აუცილებელია, რომ კომპანიამ დააკმაყოფილოს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და ხელისუფლებაც ჩაერთოს სიტუაციის დასტაბილურებასა და მოგვარებაში.
"მოკლედ, პროცესი ასეთია, ეს პროცესი შეჩერდება მაშინ, როცა შეთანხმება შედგება," — ამბობს ლაბორის წარმომადგენელი.
ლაბორის წევრმა გაფიცულთა განწყობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური პროტესტის შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი მაინც მტკიცედ დგანან თავიანთ აზრზე და გააგრძელებენ პროტესტს, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ევოლუშენის გაფიცულ მოშიმშილეებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია. სადაც ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს ევოლუშენ ჯორჯიას, შრომის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გაფიცულ დასაქმებულებთან თანამშრომლობა და უზრუნველყოს შემათანხმებელი პროცედურების დროული და ეფექტიანად წარმართვა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა გაფიცულ დასაქმებულებს მხარდაჭერა აღუთქვა და დაჰპირდა, რომ მათგან მიღებულ ინფორმაციას სრულად მიაწვდის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები