ქვიზი: შეგიძლია თუ არა ტყუილის ამოცნობა?
ფოტო: Dribbble
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დეზინფორმაციის ნაკადი დღითიდღე მატულობს და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში იჭრება. დღის განმავლობაში ადამიანი უამრავ სიახლეს ეცნობა, რომელთა ნაწილი მიზანმიმართულად, საზოგადოების მოსატყუებლად და მათ შორის, ქალების დასაზიანებლადაა შექმნილი.
გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში საკუთარი ძალების მოსასინჯად ამ ტესტს გთავაზობთ:
ქვიზი: შეგიძლია თუ არა ტყუილის ამოცნობა?
ტესტის დაწყება1 / 9 ერთი ჩვეულებრივი დღეა და სოციალურ ქსელს ათვალიერებ. უცებ, ნიუსის ასეთ სათაურს აწყდები: "ქალი პოლიტიკოსი: ვერ ვიტან ღარიბებს". რას აკეთებ ამ დროს?
GIPHY
- ვხარხარებ და ვჩერდები, სულ შეიშალა ეს ხალხი
- გავჩერდები, დავფიქრდები, რადგან ნიუსი საეჭვო მგონია და შევეცდები, ეს ამბავი გადავამოწმო
- ავდგები და ქუჩაში გავალ გასაპროტესტებლად, ვერავინ გამაჩერებს!
2 / 9 Facebook-ზე შეხვედი და აღმოაჩინე, რომ ბევრმა შენმა ნაცნობმა გადააზიარა ქართველი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. შენ რას გააკეთებ?
GIPHY
- რავიცი, არაფერს. მოსცლიათ ამ უაზრობებისთვის
- დავარეპორტებ ყველა ვიდეოს, რომელსაც ვნახავ
- დედაჩემს მოვუყვები, ეს რა მანახეს ...
3 / 9 მოულოდნელად ვიდეოს წააწყდი, რომელშიც შენი საყვარელი პოლიტიკოსი ქალი მისთვის სრულიად არადამახასიათებლად, უხეშად და შეურაცხმყოფელად ლაპარაკობს. შენ ამ დროს:
GIPHY
- იმედგაცრუებული ვარ, რადგან არავინ არის ამქვეყნად სანდო ...
- გადავაზიარებ და დავაფიქსირებ აზრს, რომ ძალიან შევშფოთდი
- ვიდეოს დავაკვირდები, განსაკუთრებით კი — ლოყებს, შუბლს, ხელებს, თვალების მოძრაობას, აქსესუარებს. შემდეგ ვიდეოს აპლიკაცია InVID-ის დახმარებით შევამოწმებ, რადგან, სავარაუდოდ, ეს ვიდეომანიპულაციაა!
4 / 9 შეშფოთებულმა მეგობარმა ბმული გამოგიგზავნა, რომელშიც სტატიაა, სათაურით: "საუდის არაბეთში ქალები შინაურ ცხოველებად ცნეს. პროგრესული ნაბიჯი." რა რეაქცია გექნებოდა?
GIPHY
- სხვა მეგობრებს ჩავუგდებდი, მეც ძალიან შეშფოთებული!
- სანამ გავხსნიდი სტატიას, ბმულს შევხედავ და გადავამოწმებ პირველწყაროს. სავარაუდოდ, ეს რომელიმე არასერიოზული გვერდის გავრცელებული ინფორმაციაა. ამის შესახებ მეგობარსაც ვუამბობ და შევეცდებით ცრუ ინფორმაცია დავარეპორტოთ.
- იმდენად აღვშფოთდები, რომ სტატუსს დავწერ და ბმულსაც გადავაზიარებ საჯაროდ!
5 / 9 შენი აზრით, რამდენად სანდოა Facebook პოსტი, რომელიც ისეთმა მომხმარებლებმა გააზიარეს, როგორიცაა: "კონსერვატორი კონსერვატორი" ან "ჩაქუჩიანი ანზორი"?
GIPHY
- არ ვენდობოდი, ასეთი სახელებით, ძირითადად, ტროლები ოპერირებენ
- რატომ არ უნდა ვენდო, ვერ მივხვდი ...
- უი, მათი გამოქვეყნებული პოსტები ხშირად მხვდება, ძალიან სასაცილოები არიან!
6 / 9 თუ სოციალურ ქსელში შეგხვდა მსგავსი შინაარსის სიახლე: "ქართველი ფემინისტები პროსტატის აკრძალვას ითხოვენ, ხალხნო! ეს უკვე აუტანელია!". რას იფიქრებ?
GIPHY
- ხომ ვიცოდი, რომ ეზიზღებათ ყველა კაცი მაგ ქალებს!
- ეს ტყუილს ან მანიპულაციას, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას ჰგავს
- რა სისულელეა, ასეთ რამეს ვინ დაწერდა?
7 / 9 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ ქალს, უვრცელებენ ვიდეოს, რომელშიც მას და მის კოლეგა მამაკაცს ერთმანეთთან ფლირტში "ამხელენ", შემდეგ კი ამ თემაზე სასაცილო ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს ავრცელებენ. რას ფიქრობ ამაზე?
GIPHY
- უწყინარი ხუმრობაა, რა მოხდა მერე?
- საქართველოში ფლირტი არ არსებობს!
- ამას ქალის რეპუტაციის შელახვისთვის მიზანმიმართულად აკეთებენ!
8 / 9 "ალჟირელმა კაცმა მოკრივემ იტალიელი ქალი 46 წამში დაამარცხა" — მართალია თუ არა?
- სიმართლეა, ჩემი თვალით ვნახე
- ტყუილია, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა
- თვალი მოვკარი ამბავს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი
9 / 9 ბოლო შეკითხვა: შენი აზრით, რატომ ხდებიან ქალები დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეები?
GIPHY
- რავიცი. იქნებ, არ ხდებიან?
- იმისთვის, რომ საზოგადოება ცოტა გახალისდეს
- მათი დაშინებისა და გაჩუმებისთვის, ასევე ქალების დისკრედიტაციისთვის
ერთი წუთით...
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები