რა ხდება "კურსკის ოლქში" — განახლებადი
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის საზღვარი გაარღვიეს და კურსკის ოლქში შევიდნენ. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინელმა სამხედროებმა, დაიკავეს დასახლებები და ტყვედ აიყვანეს ათობით რუსი ჯარისკაცი.
რა ხდება ამ დროს მოსკოვში?
7 აგვისტოს დილით, კურსკის ოლქში არსებულ ვითარების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წარმომადგენლები საგანგებო სხდომაზე მოიწვია. პუტინმა უკრაინის ქმედებებს "პროვოკაცია" უწოდა.
პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს
8 აგვისტოს, რუსეთმა, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა — ინფორმაცია კურსკის გუბერნატორმა გაავრცელა. სმირნოვის თქმით, მსგავსი ზომების მიღება რეგიონში მტრის ძალების შემოჭრის შედეგების ლიკვიდაციისთვის გახდა საჭო.
ამის მერე, კურსკის ოლქში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა — კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "რუსი ლტოლვილები" მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებდნენ. მათ, ერთჯერადად 10 ათასი რუბლი (115 $ / 314 ლარი) გადაეცემათ.
ამავე თემაზე: კურსკის ოლქის მცხოვრებლებს ერთჯერადად 10 ათასი რუბლი (115 $) გადაეცემათ
საღამოს, შექმნილ ვითარებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"რუსეთი მუდამ მოიმკის იმას, რაც დათესა" — დაწერა მან.
ამ დროისთვის, ოფიციალურ კიევს განცხადება გაკეთებული არ ჰქონდა.
9 აგვისტო
პირველი ოფიციალური განცხადება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 აგვისტოს დილით გააკეთა. მისი თქმით, ომი მათ მიწაზე რუსეთმა დაიწყო და ახლა უნდა იგრძნონ, თუ რა გააკეთეს.
"უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ მიაღწიონ მიზნებს. მიზნების მიღწევა ომში ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. რუსეთმა დაიწყო ომი ჩვენს მიწაზე და ახლა უნდა იგრძნოს, თუ რა გააკეთა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ მიზნებს მშვიდობიან პირობებში, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ. და ეს მოხდება." — წერს უკრაინის პრეზიდენტი.
რამდენიმე საათის წინ, კიევის ქმედებებზე საპასუხოდ რუსულმა არმიამ იერიში დონეცკის ოლქზე, ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიიტანა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპული 10-მდე ადამიანი და დაშავებულია 35 ადამიანი.
ვრცლად ამ თემაზე:
ცოტახნის წინ, გამოცემა "ეხო კავკაზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში რუსეთის მხარემ აფხაზი სეპარატისტები განალაგა.
"დონბასის ველური დივიზიის" მიერ გავრცელებულ "ტელეგრამ" შეტყობინებაში ნათქვამია, რომ "უზენაესმა მთავარსარდალმა", რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იგულისხმება, კურსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
"ბევრჯერ დაძახება არ გვჭირდება, მოვედით დასახმარებლად", — წერს არხი. ამ დივიზიის მეთაური აფხაზი მებრძოლი, ახრა ავიძბაა.
ეხო კავკაზა: კურსკის ოლქში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები გადაიყვანეს
[17:30] კიდევ ორ რუსულ სოფელზე უკრაინელებმა კონტროლი მოიპოვეს. სნაგოსტისა და ოლგოვკაში უკრაინული ძალები შევიდნენ. ინფორმაციისას უკვე ადასტურებსს რუსული მხარეც. ამის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინელები კორენევოს გვერდს აუვლიან და კამაროვკაში შევლენ. თუ კამაროვკასაც აიღებენ, რუსების 200-250 დანაყოფი ალყაში მოექცევა. ამ მიდამოებში პუტინის რეჟიმს მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები ჰყავს გამაგრებული, თუმცა გასასვლელი ყველას ჩაეკეტება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, გვერდით მიდამოები დანაღმულია, ირგვლივ კი უკრაინელები იქნებიან.
არსებული ინფორმაციით, უკრაინელები უკვე რუსეთის ტერიტორიის 155 კვ. კმ. აკონტროლებენ.
[მასალა განახლდება]
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"კომპანია "სოლიდუსისთვის" საწვავის მიწოდებას აღარ ვგეგმავთ" — CONNECT "რეპსოლის" განცხადებას ეხმაურება "კომპანია "სოლიდუსისთვის" საწვავის მიწოდებას აღარ ვგეგმავთ" — CONNECT "რეპსოლის" განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა — სელენა გომესის ადვოკატი თაღლითობის საქმეზე სარჩელის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე
-
საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
-
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო
გადახედვა
-
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა
გადახედვა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
კომენტარები