ირაკლი კობახიძე

31 Jul. 2024, 12:01

სინამდვილეში თუ ნახავთ "მეგობარი აქტის" შინაარსს, ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ ეს არის დაუძინებელი მეგობარი აქტი — ასე უნდა ერქვას ამ აქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს.

არ შეიძლება, აქტს დაარქვა "მეგობარი აქტი" და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში.

თქვენ გახსოვთ წინა ელჩის ქმედებები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში. ასეთ ფონზე ჩვენ გვჭირდება რეალური შემხვედრი ნაბიჯები, იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ ველოდებით პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს სამართლიან, პრაგმატულ, მეგობრულ ნაბიჯებს.

რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონით საუბარი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა, ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
  5. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ