"ნაღდი გერმანულია"
On.ge გთავაზობთ რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის ინტერვიუს გერმანულენოვან ქართველ ავტორთან ნინო ხარატიშვილთან. როგორც თავად ამბობს, ეს არ არის კლასიკური ინტერვიუ.
გურამ მაცხონაშვილი, რეჟისორი:
ნინო ხარატიშვილი გერმანულენოვანი ქართველი ავტორია. ისე ხდება, რომ მის შესახებ ბევრად მეტი იციან გერმანიაში, ვიდრე ჩვენთან. ცენტრიდან თუ ვიტყვით, ნინო იქ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არაგერმანელი მწერალია, თუ მარჯვნიდან ვიტყვით - ნინოს ტექსტები ძალიან გაყიდვადია გერმანულ ლიტერატურულ ბაზარზე და სინამდვილეში, მგონი (შესაძლოა, ვცდები), ნინოს წიგნები და სპექტაკლები მარცხნიდან გვანახებს მოვლენებს და აქედანვე სვამს აქცენტებს.
ეს მასალა არ გამოდგება კლასიკურ ინტერვიუდ და არც სუბიექტურობისგან გვიცდია რომელიმეს თავის შეკავება. ესაა უწყინარი მცდელობა, ორ, კულტურული და სოციალური თვალსაზრისით ერთმანეთისგან ძალიან დაცილებულ სივრცეს შორის გველაპარაკა.
ჩემი კითხვები თანამედროვე ქართული თეატრის პერსპექტივიდანაა დასმული, ნინოს პასუხები შესაბამისად, გერმანულიდანაა გაცემული.
ნინო, მინდა, რომ კვლევის თემით დავიწყოთ ლაპარაკი. ეს არის პროცესი, რომელიც მე კარგი დადგმის უპირველეს კომპონენტად მესახება. ვიკვლიო ამბავი, რომ მერე უკეთ მოვყვე ის… რა ადგილი უკავია კვლევას შენს სამუშაო პროცესში?
რა თქმა უნდა, ზოგადად, კვლევა მნიშვნელოვანია. თუმცა, ეგეც კონტექსტზე და თემეზეა დამოკიდებული. არის რაღაც, რასაც თეორიული ცოდნა და მიდგომა სჭირდება, რაღაცას კი უფრო ინტუიციურად უნდა მიჰყვე. მაგალითად, ჩემს პირველ რომანში მოქმედება პარიზში ხდება, წერისას სპეციალურად არ წავედი, მინდოდა «ჩემი» პარიზი მქონოდა და ის აღმეწერა. ბოლო რომანისთვის კი 2 წელი ვიკვლევდი და ვმოგზაურობდი. იქ დიდი ისტორიული მასალა უნდა გამომეყენებინა და ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა მომეძია, რისი შანსიც მომეცემოდა და ასეც მოვიქეცი. ამიტომ ალბათ უფრო თემაზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩემთვის რეჟისურაც და წერაც ერთგვარი კვლევაა, ორივე რაღაცაში ჩაღრმავებაა, რაღაცის მაქსიმალურად შეცნობა, თემის მიკროსკოპში განხილვაა.
ნინო ხარატიშვილის სპექტაკლი "ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი", ჰამბურგი
ახლახან ჩინელებმა პირველი ობიექტის ტელეპორტირება მოახდინეს მიწიდან ორბიტაზე, 2021 წელს ჰიპერლუპის საშუალებით ამსტერდამიდან პარიზში ჩასვლა ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი. სად დგას ამ დროს თეატრი? რა არის თეატრის მისია დღევანდელ მოცემულობაში? ადამიანებთან ლაპარაკი და სოციუმის განვითარება? იქნებ თვითგადარჩენა?
ჩემთვის ცოტა დამღლელია თეატრის მარადჟამინდელი (თვით)კომპლექსი და მისი ვარიაციები. განსაკუთრებით, თანამედროვე სამყაროში. თითქოს, თეატრს არსებობის უფლება ხელმეორედ ჰქონდეს მოსაპოვებელი. აქაც (გერმანია) სულ იმაზეა საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს თეატრი 21-ე საუკუნეში, რა პოლიტიკური და სოციალური თვისებები უნდა გააჩნდეს, რა თემებზე უნდა დაიდგას სპექტაკლები... რატომ უნდა იყოს დღევანდელი თეატრი მეტად პოლიტიკური, ან აპოლიტიკური, ვიდრე, თუნდაც შექსპირის ეპოქაში? მაშინ არ იყო მსოფლიო ქაოტური, მაშინ არ ისწრაფოდა ადამიანი ძალაუფლებისკენ, მაშინ არ არსებობდენ ტირანები, მაშინ არ იყო ომები? ჩემი აზრით, თეატრის დანიშნულება და ამოცანა იგივეა, რაც 2000 წლის წინ იყო და რაც ალბათ თითქმის ყველა ხელოვნების დარგზე ითქმის: ფოკუსში მოაქციოს ადამიანი და სარკეში ჩაახედოს, დააფიქროს და ემოციურად შეეხოს. კათარზისი არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ მაყურებელი სპექტაკლიდან გავა და უცებ საკუთარ ცხოვრებას შეცვლის იმიტომ, რომ იქ ნანახმა ესოდენ "განწიმინდა". ეს ილუზორულია და მჯერა, 2000 წლის წინაც არ ხდებოდა ასე, ან ალბათ ათასსში ერთხელ. ერთი ახალი აზრი, ერთი ახალი იმპულსი, ერთი შეცვლილი პერსპექტივა, მგონი, აბსოლუტურად ამართლებს თეატრის არსებობას. ხოლო ეს კი, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, დღესაც ხდება კარგი სპექტაკლის ნახვისას.
აბსოლუტურად გეთანხმები. და თითქოს, ამ თავის მართლებაში, მუდმივად ბოდიშის მოხდის რეჟიმში, რომელსაც თეატრი იყენებს თავს, იკარგება ძალიან ძვირფასი კომპონენტი - დრო. მაგალითად, 2015, თუ 2016 წელს, თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში ანატოლი ვასილიევი წერდა, ეშმაკსაც წაუღია გაჯეტები და კომპიუტერები, ყველანი თეატრში წადითო... დღეს, როცა ორგანიზაციებმა სწორება საზოგადოებასთან ურთიერთობაზე გააკეთეს, თითქოს, იგივეს ცდილობს ქართული თეატრიც - ელაპარაკოს და მოუყვეს საკუთარი თავის შესახებ პოტენციურ მაყურებელს, მაგრამ ეს კეთდება მარკეტოლოგების, პიარ-მენეჯერების პირით, მაშინ, როცა თეატრს თავად დაავიწყდა როგორ უნდა მაყურებლამდე სათქმელის მიტანა, როგორ ადის პრობლემა სცენაზე "აქ" და "ახლა"...
ხო, ალბათ ესეც იგივე პრობლემის ვარიაციაა, რაზეც ზემოთ ვახსენე. გერმანულ თეატრშიც ასეა. თუმცა, აქ ნამდვილად დიდი მხარდაჭერა აქვს თეატრს - სახელმწიფო აფინანსებს, ხელს უწყობს და მაინც სულ იმის შიშია, არ შეამცირონ, არ დაკეტონ, ესეც ერთგვარი კომპლექსია, თითქოს, საკუთარი არსებობა სულ ახლიდან და ახლიდან უნდა ამტკიცოს. რატომღაც ოპერაში არავინ აკეთებს ამას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო არაპროგრესული დარგია, თუნდაც იმიტომ, რომ 100 დადგმული ოპერიდან 99 გარდაცვლილი კომპოზიტორის შემოქმედებაა და სულ არავინ ღელავს, რომ თანამედროვე ოპერა ძალიან არარეპრეზენტაბელურია. მეტიც, თითქმის უჩინარია. არ ვიცი, ეს რატომ არის ასე. ალბათ იმიტომ, რომ მუსიკის "თანამედროვეობას" არავინ ითხოვს გამუდმებით, რადგანაც ის ბევრად უფრო თვითმყოფადად და მარადიულად მოიაზრება. მე ძალიან მინდა, რომ თეატრმა ეს გაუთავებელი თვითგვემა შეწყვიტოს, კონიუნქტურა გვერდზე გადადოს და მის საწყისს და ყველაზე მართალ ფასეულობებს დაუბრუნდეს.
ყველაზე გამაღიზიანებელი ამ დებატში ისაა, რომ იქ მაყურებელი საერთოდ არ არის ჩართული, ეს დისკუსიები ინტელექტუალებსა და არტისტებს შორის მიდის, ხოლო art for art (ხელოვნება ხელოვნებისთვის) ცნება ყველაზე საშინელი სენი მგონია, რაც ხელოვნების ნებისმიერ დარგს შეიძლება შეეყაროს. აბა რომელი მაყურებლისგან გაიგებ: "რატომ მიყვები ამბავს? რატომ აღმიძრავ ემოციას და არ მიმართავ ინტელექტუალურ დისკურსს სცენაზე, ეს ხომ არამოდერნისტულია?" - ეს ხომ აბსურდი იქნება?!
პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებით მძლავრობს ეგ დისკურსი - შარშან, როცა თეატრალური პრემია "დურუჯის" ჟიურის წევრები გამოირკვა, თეატრალების დიდი ნაწილი აღშფოთებული იყო იმით, რომ ფილოსოფოსის სახით, მათ ხელოვნებას შემფასებლად "გარეშე პირი" შეკადრეს. მაქვს განცდა, რომ ქართულ თეატრში არ ისმის საათის წიკწიკი - სწორება გუშინდელ დღეზეა და თეატრს სძინავს საბჭოთა ძილით. რამდენად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ცალკეული ახალგაზრდა არტისტების მცდელობები მის გამოსაფხიზლებლად? თუ თეატრი ვერ აწნის სილას საზოგადოებას, იქნებ დროა პირიქით მოხდეს?
"გამოფხიზლების მცდელობებს" ყოველთვის ერთეულები იწყებენ. ზოგს გამოსდის, იდეალურ შემთხვევაში სხვებსაც აიყოლიებენ მერე ეს ერთეულები და ბოლოს ნორმადაც შეიძლება იქცეს. თუმცა, არიან გამონაკლისები, რომლებიც ყოველთვის "გარეთ" რჩებიან და ზუსტად ამიტომ ახერხებენ მარად ინოვატორულები იყვნენ და არ მოერგონ ნორმას. "სილის გაწნა" კი სხვადასხვა სახით შეიძლება მოხდეს. ყოველთვის არ არის აუცილებელი პროვოკაცია, ან ხმამაღალი სიტყვა და რადიკალური ფორმები, ხანდახან სიმართლის სწორად მიწოდება ყველაზე მწარე "სილა" შეიძლება იყოს.
"ნაღდი გერმანულია" ხშირად გაიგებ თბილისის ბაზრობაზე, ან მაღაზიებში. როცა ამას გეუბნებიან, გულისხმობენ ხარისხის ნიშანს. ამ სიტყვათშეთანხმების გაგება მარტივია, როცა ვთქვათ, ავტომობილს, ან მტვერსასრუტს მოიხმარ. რას ნიშნავს ეს სიტყვები ჩვენს პროფესიაში? როგორია "ნაღდი გერმანული" თეატრი?
საბედნიეროდ, მრავალფეროვანი და პროგრესული. თუმცა, ბევრი თეატრი იმაზეა მომართული, რომ მოიზიდოს მედია და რაც შეიძლება მეტი კრიტიკოსი. ამას კი ისეთი თემებით ახერხებენ, რაც კონიუნქტურულია, რაც მედიაშია აქტუალური და აქედან გამომდინარე, არ არის ინოვატორული, თამამი...
ხანდახან, ჩემთვის ზედმეტად ინტელექტუალური და ნაკლებად ემოციური, ზედმეტად ფორმაზე ფოკუსირებული და ნაკლებად - შინაარსზე. თუმცა, საბედნიეროდ თეატრალური სივრცე დიდია და იტევს ბევრ სხვადასხვა ტენდენციას, მოდას, კლასიკას, მოდერნს და ნამდვილ ინოვაციასაც.
ნინოს რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)", ჰამბურგი.
-
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა
გადახედვა
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
კომენტარები