უნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გაიფიცნენ
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
მოკლედ: 12 მაისის საღამოს მონაცემებით, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, საქართველოს 11 უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაფიცულები.
ესენია:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
- GIPA-ს სტუდენტები;
- საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები;
- ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები;
- თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები;
- კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები;
- ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.
ინფორმაციას ავრცელებს სტუდენტები ევროპული მომავლისთვის. ისინი აცხადებენ, რომ "გაფიცვის პროცესი ყოველწამიერად უფრო ძლიერი ხდება."
ისინი გაფიცვისკენ მოუწოდებენ ყველა უნივერსიტეტის ლექტორებსაც და სთხოვენ, საჯაროდ განაცხადონ გაფიცვის თაობაზე. "დადექით ჩვენი სტუდენტების მხარეს, ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი", — მიმართავენ სტუდენტები ლექტორებს.
დეტალები: გუშინ, 11 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა უარი განაცხადა ლექციებზე დასწრებაზე მანამ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
- "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე", — განაცხადეს სტუდენტებმა.
სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორმა სოფო შამანიდიც, რომელმაც დაწერა, რომ მისი ვალია იდგეს იქ, სადაც თავისი სტუდენტები დგანან და მათთან ერთად იბრძოლოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
- "ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას და ოფიციალურად მოგმართავთ [თსუ-ს] გაფიცვის შესახებ, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, იმედია სხვა პროფესორებიც ამყვებიან".
გაიგე მეტი: ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
გუშინვე, თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოუცხადეს:
- "კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს, რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა", — დაწერეს სტუდენტებმა.
- 12 მაისს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით, პეტიცია შექმნეს:
- "ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მრავალსაუკუნოვან ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, საქართველოს დასაცავად გვიწევს შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი იქამდე, ვიდრე მას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა!", — წერია პეტიციაში.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები