ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური
რა ხდება: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გამართა და პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით განცხადება გააკეთა.
- საქართველოს ღიად ანტიდასავლურმა პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა, ისაუბრა იმის შესახებ, რომ თითქოს, საქართველოში 2012 წლიდან შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება "უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი", რაც მისი თქმით, "უკანასკნელმა მოვლენებმაც დაადასტურა".
- ამავდროულად, ის აცხადებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას.
- მას მხედველობაში აქვს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული მასშტაბური მრავალდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც, მისი თქმით, "არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან."
რა არის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გეგმა: შალვა პაპუაშვილის თქმით, ისინი აპირებენ, შექმნან მონაცემთა ბაზა, სადაც მათ შესახებაც განათავსებენ ინფორმაციას, ვინც საჯაროდ იწონებს იმას, რასაც ქართული ოცნება "ძალადობას", "მუქარასა" და "შანტაჟს" უწოდებს.
- ასეთ პირთა მიმართ, მისივე თქმით, გამოყენებული იქნება "კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული ზომები."
შალვა პაპუაშვილი: "როდესაც ჩვენ სოციალურ ქსელში ვხედავთ მოწოდებას ძალადობისკენ, ზიზღის ენას, შანტაჟს, მუქარას... ადამიანებს აქვთ ჩამოყალიბებული ხან ყალბი შეგრძნება ანონიმურობისა, თითქოს ეს კერძო საუბარია. არადა, ეს იგივეა — მოწოდებები სოციალურ ქსელში იქნება თუ სხვა ღონისძიებებზე, იგივეა, რაც საჯაროდ განცხადება და ვფიქრობ, ადამიანები, ზოგადად, რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებაც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს სოციალურ ქსელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის, ფაშისტური მოწოდებებიც კი, გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ.შეიძლება, აღქმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი.
- ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათი ოთახში ნათქვამი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათი ოჯახის წევრებზე, ამიტომ როდესაც საზოგადოებას ექნება ამაზე რეაქცია, მორალური შეფასება, ამ საკითხების, თავისთავად, ასეთი ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს", — ამბობს ის.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები.
- განცხადებიდან: "ამ მიზნით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.
- ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
- ამ პირთა წინააღმდეგ, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებულ იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს, თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე."
პაპუაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება.
- სუს-ი აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე, "გარკვეული ჯგუფები", ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რისი მიზანიც "დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარება".
- მათი ვერსიით, "გარკვეული ჯგუფებს" აფინანსებს უცხო ქვეყნები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები.
- სუსი ამტკიცებს, რომ "დანაშაულებრივ გეგმებში" ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც "აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში": "პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს".
- ასევე, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე აცხადებენ, რომ ორგანიზატორები ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" დასამზადებლად.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები