საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
ფოტო: მარიამ ნიკურაძე / OC Media
"რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს" (RSF) პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველომ 26 ადგილით დაიხია უკან, აზერბაიჯანმა — 13 ადგილით, სომხეთი კი ექვსი ადგილით დაწინაურდა.
საქართველოს 180-დან 103-ე ადგილი უკავია. ეს მკვეთრი ვარდნაა — 2023 წელს ქვეყანა 77-ე ადგილზე იყო.
საქართველოს პოზიცია წლიურ ინდექსში სტაბილურად იკლებს. 2021 წელს მე-60 ადგილის შემდეგ, 2022 წელს რეიტინგი 29 ადგილით გაუარესდა. ეს კი 2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური, ძალადობრივი მოვლენების შედეგი იყო.
მაშინ, თბილისი პრაიდმა დედაქალაქში მარშის გამართვა სცადა. ჰომოფობიური ექსტრემისტების სამიზნე გახდნენ ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ ძალადობრივ მოვლენებს. ამას კი ერთი ჟურნალისტის გარდაცვალება და 50-ის დაშავება მოჰყვა შედეგად.
"ხელისუფლებას არ გამოუჩენია ნება, დაესაჯა ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორები“, — განუცხადა OC Media-ს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა ჯინ კაველიერმა.
"რეგიონში არცერთი სხვა ქვეყნის რეიტინგი არ ჩამოვარდნილა ბოლო 10 წლის მანძილზე ისე, როგორც საქართველოსი“, — აღნიშნა მან.
"ქვეყნის ყველა მაჩვენებელი გაუარესდა, საზოგადოება სულ უფრო პოლარიზებული ხდება, რასაც ხელს უწყობს მმართველი პარტია, რომელიც მოსკოვს სულ უფრო უახლოვდება და პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულ პოლიტიკას ახორციელებს."
მან, ასევე, თქვა, რომ საქართველოში არის "ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია, რომელიც აჩვენებს მზარდ ავტორიტარიზმს“, მმართველი პარტიის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემობრუნებით.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას ქვეყანაში, ყოველდღიურად, ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებს. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ძალა, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც.
პოლიცია, ასევე, ძალადობრივად დაესხა თავს მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.
"RSF მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს დრამატული შედეგები ჟურნალისტებისთვის და პრესის თავისუფლების გარემოსთვის“.
რეიტინგში მკვეთრად გაუარესდა აზერბაიჯანის პოზიციაც, 13 ადგილით. ეს მოჰყვა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებს მედიაზე, რომელიც 2023 წლის ნოემბერში, აბზასმედიაზე თავდასხმებით დაიწყო.
"აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ცდილობს ჩაახშოს აზერბაიჯანში ჯერ კიდევ მოქმედი რამდენიმე დამოუკიდებელი მედია, რომლების მიერ გაშუქებული რეპორტაჟებიც ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტის ლეგიტიმურობას“, — თქვა კაველიერმა. "ალიევმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პრესის თავისუფლებაზე, რეპრესიების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე და კონკრეტული რეფორმების გატარებაზე, რათა თავისი ქვეყანა გამოიყვანოს ასეო რეიტინგიდან."
სომხეთს სამხრეთ კავკასიის სამეულს შორის ყველაზე მაღალი ადგილი უკავია და 43-ე პოზიციაზეა.
"სომხეთში პრესის თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია როგორც "დამაკმაყოფილებელი“. ასე რომ, მას შეიძლება ეწოდოს კავკასიის რეგიონის "ახალი იმედი"", - თქვა კაველიერმა და აღნიშნა, რომ სომხეთს ჯერ კიდევ არ აქვს გადაჭრილი მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჟურნალისტები დგანან.
"თუმცა, გაუმჯობესება შესაძლებელია. პლურალისტური გარემოს მიუხედავად, მედია ლანდშაფტი კვლავ პოლარიზებულია."
მან, ასევე, აღნიშნა, რომ სომხეთს, 2022 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის დანებების შემდეგ "დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უპრეცედენტო დონესთან“ გამკლავება უწევდა.
"ანალიზს რომ ჩავუღრმავდეთ, ქვეყანაში გარანტირებულია ჟურნალისტების უსაფრთხოება (უმაღლესი ქულა), ხოლო ეკონომიკური გარემო (ყველაზე დაბალი ქულა) რთულია. ეს გამოწვეულია საკუთრების გამჭვირვალობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობით."
კავალიერმა, ასევე, შეაქო სომხეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რომელიც, მისი თქმით, შეიძლება დაეხმაროს "ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დონის შემცირებას".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები