DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ გუშინ, 30 აპრილს, შსს-ს აქციის დასაშლელად არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
- აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, ასევე, აქციის მონაწილეთა დაკავების უკანონო პრაქტიკა კი მოწმობს, რომ შსს თავის ქმედებებში გასცდა კანონიერების ფარგლებს.
დეტალები: DRI წერს, რომ:
საჯაროდ გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პროტესტს არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი.
- შესაბამისად, აქციის ხაზგასმით მშვიდობიანი მიზნიდან და შეკრების მონაწილეთა უმრავლესობის მშვიდობიანი ქცევიდან გამომდინარე, აქციის დაშლას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი.
გარდა ამისა, საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი ახლო მანძილიდან და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე არაერთხელ გამოიყენეს, რის შედეგადაც, არაერთი ადამიანი დაშავდა.
- შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის თანახმად, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
- აქციის დაშლის საწყის ეტაპზე შსს-ს დანაყოფების მიერ სრულად უგულებელყოფილი იყო აღნიშნული მოთხოვნა, მოგვიანებით კი, გაფრთხილებიდან საპოლიციო ღონისძიებების გამოყენებამდე გასული ვადა არ აკმაყოფილებდა გონივრულობის მოთხოვნებს.
აქციის დასაშლელად საპოლიციო ღონისძიებების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოყენების გარდა, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას.
- აქციის მონაწილეთა დასაკავებლად გამოყენებული ტაქტიკა, რა დროსაც, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 7-8 ნიღბიანი თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი მიზანში იღებდა ცალკე მდგომ დემონსტრანტებს, წრეში აქცევდა, სამართალდამცველების კორდონისკენ მიათრევდა ან უზღუდავდა ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას, არ წარმოადგენს კანონიერ საპოლიციო ღონისძიებას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანების ხასიათი ასევე მოწმობს, რომ დაზიანებები (ძირითადად სახის მიდამოებში, ჩამტვრეული კბილები) არ შეიძლება იყოს კანონიერი საპოლიციო ღონისძიებების შედეგი და წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აშკარა ანგარიშსწორებას.
"სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებასა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურ თავდასხმას თან ერთოდა შეკრების მონაწილეთა, მათ შორის, არასრულწლოვანთა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც", — წერია განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- აქციების დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან უკანონო ქმედებების შემდგომი პრევენციისთვის, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა ფაქტები;
- შეამოწმოს 2024 წლის 30 აპრილს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება;
- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის უკანონოდ დაშლის მანკიერი პრაქტიკა;
- იმოქმედოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უზრუნველყოს დემონსტრანტთა ფიზიკური უსაფრთხოება;
- დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის იდენტიფიცირებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები