სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
ფოტო: გოჰარ ვარდანიანი
სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, რასაც სომხეთის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
გასული კვირის ბოლოს, ერევანმა გამოაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი "წინასწარ შეთანხმდნენ" ორი ქვეყნის საერთო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთების დელიმიტაციაზე და აღნიშნა, რომ დელიმიტაცია დაეფუძნება ალმატის დეკლარაციას.
1991 წლის დეკლარაციაში ორივე ქვეყანამ აღიარა თავისი საზღვრები, უკვე საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად.
მარტში ბაქომ მოითხოვა ოთხი მიტოვებული სოფლის "დაუყოვნებლივ გათავისუფლება". რამდენიმე დღის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიანიშნა, რომ სომხეთმა, შესაძლოა, ოთხი სოფლის კონტროლი დაუბრუნოს აზერბაიჯანს, ტერიტორიის ცალმხრივად გადაცემით, ომის თავიდან ასაცილებლად.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იანი წლების დასაწყისში, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დაწყების შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ, რამდენიმე ტერიტორია მოექცა მოწინააღმდეგე მხარის კონტროლქვეშ. მასში შედიოდა აზერბაიჯანული სოფლები ბაღანის აირიმი, აშაგი ესკიფარა, ხეირიმლი და გიზილჰაჯილი, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია სომხეთის მიერ.
გასული კვირის ბოლოს, პარასკევს, ფაშინიანის ოფისმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც ხაზგასმული იყო შეთანხმებული დელიმიტაციის ტერიტორიები. ArmenPress-ისთვის მიცემულ თანდართულ კომენტარში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი მიიღებს "მის კუთვნილ ორნახევარ სოფელს“, რის სანაცვლოდაც სომხეთი მიიღებს "უსაფრთხოებასთან და საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას“.
კომენტარში აღნიშნულია, რომ ამჟამად, ტერიტორიები, რომლებსაც შეეძლოთ სატრანსპორტო პრობლემების გამოწვევა, არ იყო დელიმიტირებული. მთავარი გზა, რომელიც აკავშირებს სომხეთს საქართველოსთან, გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც სომხების კონტროლის ქვეშაა.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ერთი სოფელი და მეორე სოფლის ნახევარი უკვე აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარებოდა.
პრემიერის ოფისმა შეთანხმება "უპრეცედენტო მოვლენად" შეაფასა.
გერმანიის, ნორვეგიისა და თურქეთის ოფიციალური პირები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელი და ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა შეთანხმებას მიესალმნენ.
თუმცა, ტავუშის პროვინციის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ადამიანებმა შეთანხმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გზები გადაკეტეს, ამბობენ, რომ უსაფრთხოების რისკები ჩნდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის მესაზღვრეები მიუახლოვდებიან ტავუშის გუბერნიის სოფლებს კირანტსა და ვოსკეპარს, მაგრამ ისინი დარჩებიან გამოყოფილი "შეზღუდული სახელმწიფო საზღვრით". მან დასძინა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მრავალი დეტალი მალე განიხილება.
რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ შაბათს გადაკეტა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზა და მოითხოვა შეხვედრა სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარესთან, მჰერ გრიგორიანთან. მიუხედავად იმისა, რომ გზები იმავე დღეს გახსნეს, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, მეორე დღეს კვლავ გადაკეტეს, მას შემდეგ, რაც სომხეთმა დაიწყო აზერბაიჯანისთვის გადასაცემი ტერიტორიის განაღმვა.
"მიღწევა" თუ "ცალმხრივი დათმობა"?
მიუხედავად იმისა, რომ შაბათს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას ორივე მხარისთვის "მიღწევა" უწოდა, გადაწყვეტილებას სომხეთში ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "მნიშვნელოვნად შეამცირებს“ უსაფრთხოების რისკებს, როგორც კონკრეტულად ამ რეგიონში, ისე "ზოგადად, სომხეთის საზღვრის გასწვრივ“ და ვარაუდობს, რომ რუსული ჯარები ტავუშის ზოგიერთ რაიონს ამ პროცესის შედეგად დატოვებენ.
"ამ ნაწილზე ჩვენ ახლა შევთანხმდით, მაგრამ ასევე, მივიღეთ ფუნდამენტური პრინციპი საზღვრის შემდგომი დემარკაციის მთელი პროცესისთვის“, — აღნიშნა მან.
კირანცის მცხოვრებმა გოჰარ ვარდანიანმა OC Media-ს განუცხადა, რომ მას ნაკლები ნდობა აქვს ფაშინიანის მიერ დაპირებული უსაფრთხოების მიმართ.
"მაგალითად, ვოსკეპარის მონაკვეთში, თუ ეს მონაკვეთი დემარკირდება, [აზერბაიჯანს] აქვს ანკლავი მის ზემოთ, რომელიც, რუკის მიხედვით, მათია. მათ შეუძლიათ რაღაცის პროვოცირება და ჩვენ არაფერი დაგვიცავს“, — თქვა გოჰარმა.
პოლიტიკური ანალიტიკოსი და ერევნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ტიგრან გრიგორიანი წერს, რომ სომხეთმა გააკეთა "კიდევ ერთი ცალმხრივი დათმობა, ბაქოსთან კონკრეტულ რუკებზე შეთანხმების გარეშე".
"ალმატის დეკლარაციაზე სახის შესანარჩუნებლად მიუთითეს. ბაქო არ არის დაინტერესებული დელიმიტაციით; მას აქვს ძალიან კონკრეტული მიზნები და გააგრძელებს ზეწოლას [სომხეთზე] მათ მისაღწევად".
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ პარასკევს განაცხადა, რომ ეს არის "დიდი ხნის ნანატრი ისტორიული მოვლენა".
მაშინ, როცა ფაშინიანის ოფისში "ორნახევარი სოფელი“ იყო ნახსენები, ჰაჯიზადამ განაცხადა, რომ სომხეთი "დათანხმდა 4 სოფლის დაბრუნებას“. იგივე ინფორმაციას ავრცელებს სამთავრობო მედიაც.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები