ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ფოტო: ლიბერთი ბანკი
ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი — NASA-ს საზაფხულო სკოლაში გამგზავრება — გუნდმა TerraTech მოიპოვა. მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი მოსწავლეებმა მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნეს. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება.
მეორე ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის გუნდი FSTF (From Seeable To Feelable) გახდა. გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) iD Tech ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას. მოსწავლეების მიერ შექმნილი პორტატიული მოწყობილობა ნაბეჭდ ტექსტებს უსინათლო ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტით თარგმნის.
მესამე ადგილი და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), შვეიცარიაში სასწავლო ვიზიტი მოიპოვა გუნდმა Optical Visionaries. თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გამარჯვებულები შვეიცარიაში ლიბერთი ბანკის დაფინანსებით გაემგზავრებიან.
"ლიბერთი უკვე მესამე წელია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში STEM მიმართულების განვითარებას. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ახალგაზრდა თაობა აქტიურად ზრუნავს გარემოს დაცვაზე, შრომის უსაფრთხოებაზე და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა გამარჯვებული იდეა ემსახურება ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია", — განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.
გუნდი Halove კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.
"ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2013 წლიდან ვახორციელებთ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას. მასში უკვე 3000 მოსწავლეს აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობა STEM დარგებს უკავშირებს თავის მომავალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ყველა მხარდამჭერს. მათი ხელშეწყობით, წელს კონკურსში გამარჯვებული ოთხი გუნდი აშშ-სა და ევროპის საუკეთესო STEM პროგრამებში მიიღებს მონაწილეობას", — განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
"სამინისტროს პრიორიტეტია ხელი შეუწყოს მსგავს ინიციატივებს, დაანახოს ახალგაზრდებს თუ რა პოტენციალი არსებობს STEM პროფესიებში. კონკურსში მონაწილეთა უმეტესობა საკუთარ პროფესიას სწორედ STEM დარგებში აგრძელებს, რაც უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ჩვენს ახალგაზრდებში", — აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით წელს მეცხრედ ჩატარდა.
"აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულნი ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები", — განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა.
წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დარგებში წარმოადგინეს. კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, აკადემია ლეტერატომ და კომპანია allmarket.ge-მ ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები პრიზებით დააჯილდოვეს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. დეტალებისთვის იხილეთ www.millennium.org.ge
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელად ემი ვ. დიაზი დაინიშნა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო ავიაციისთვის დამატებით €3,47 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები