როგორ იქმნებოდა სხვა სამყარო — ინტერვიუ აჩი ორაგველიძესთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
ალბათ, გაიგე, რომ საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ახალი ფუნქციონალი – სხვა სამყარო გამოჩნდა, რომელმაც უკვე უამრავი მოზარდის ყოველდღიურობა გახადა ჯადოსნური თავგადასავლებით სავსე.
მაინც რა იყო ამ მასშტაბური პროექტის ინსპირაცია, როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და რა ხდებოდა ამ თვალწარმტაცი ვიზუალური გრაფიკის მიღმა, ამაზე ქვემოთ რედბერიში კრეატიული დირექტორი, აჩი ორაგველიძე მოგვიყვება:
როგორი იყოს სხვა სამყაროზე მუშაობის პროცესი – საიდან მოდიოდა შთაგონებები და როგორ ცდილობდით საბოლოო იდეების ხორცშესხმას?
დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უფიქრია ან არ უოცნებია ფანტასტიკურ სამყაროებსა და შესაძლებლობებზე. უმრავლესობა ჩვენგანს ერთი პერსონაჟი მაინც ექნება მოფიქრებული, რომელიც ან დაფრინავს, ან რაკეტებს ისვრის, ან თავით კედელს ეჯახება და არაფერი მოსდის და ა.შ.
როდესაც სამყაროს მოფიქრება გუნდს ევალება, სიტუაცია რთულდება და აუცილებელი ხდება საერთო ფუნდამენტის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთული იქნება მოფიქრებული იდეების ერთ სამყაროში მოქცევა და გამართლება, რადგან ჩვენი წარმოსახვის უნარი უსაზღვროა და დრამატულად განსხვავებულ შედეგებს იძლევა.
სხვა სამყაროზე მუშაობისას მთავარი ფუნდამენტი იყო ეს დაშვება:
რა მოხდებოდა, თუ გავაერთიანებდით ორ ისეთ ატრიბუტს, რომლებიც რეალურად ერთად არასოდეს იარსებებდა?
აი, მაგალითად: როგორი იქნებოდა ჩაის პაკეტი, სამსახური რომ დაეკარგა? როგორ გაუმკლავდებოდა სიძნელეებს? როგორ გამოხატავდა თავის სევდას?
ან
როგორი იქნებოდა ლამპა, იაკუძას წევრი რომ ყოფილიყო? გაიკეთებდა თუ არა ტრადიციულ სვირინგებს? სახე დასადგამ ნაწილზე ექნებოდა თუ ნათურაზე?
და ბოლოს,
როგორი იქნებოდა სამყარო, სადაც მხოლოდ ასეთი არსებები ცხოვრობენ? ზეცას რომ ახედავდი ასეთ სამყაროში, რას დაინახავდი?
ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა იყო ჩვენი გუნდის მთავარი სამუშაო პროცესი.
რატომ სხვა სამყარო? საიდან გაჩნდა ეს სახელწოდება?
სამუშაო პროცესის დროს, სანამ სახელს მოვიფიქრებდით, სიმარტივისთვის ყველა სხვა სამყაროს ვიყენებდით. ეს ავტომატურად ხდებოდა, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე და იმდენად ბუნებრივი იყო, გადავწყვიტეთ საბოლოო სახელწოდება იგივე დაგვეტოვებინა. რა თქმა უნდა, სხვა ვერსიებიც გვქონდა მოაზრებული, თუმცა ყველაზე ბუნებრივ ვარიანტზე შევთანხმდით.
რით განსხვავდება სხვა სამყარო სხვა მსგავსი ფუნქციონალებისგან? რა არის მისი უნიკალურობა?
სად გინახავთ სხვაგან ფეხსაცმელი, რომელსაც კონცენტრაციის და აღქმის პრობლემა აქვს, იმიტომ რომ სიარულისას სახე მიწაზე ეტყეპება?
რეალურად, სხვა სამყარო Story-ზე ორიენტირებული Game Experience-ია, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი პერსონაჟის “აწყობა” და თამაშის პროცესში რეალური ბენეფიტების მიღება sCoolApp-ში. მაგრამ ჰო, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო ფეხსაცმელი, რომელიც სიარულისას სახით მიწას ეხახუნება.
რა კავშირი აქვს სხვა სამყაროს ჩვენს სამყაროსთან?
მართალია, სხვა სამყაროს ამბავი წარმოუდგენელ სცენარებს და პერსონაჟებს მოიაზრებს, მაგრამ ინსპირირებულია ჩვენი ყოველდღიურობით და პატარ-პატარა ბედნიერებებით, რომლებსაც ხშირად ბედნიერებებად არც აღვიქვამთ. იმედი მაქვს, ამ მიგნებების ამოცნობა ყველასთვის სახალისო იქნება.
როგორი იყო ვიზუალურ ნაწილზე მუშაობა და რამდენად მიიღეთ ის შედეგი, რაც თავიდან იყო დასახული?
ჩვენი გუნდის წევრებს რომ ჰკითხო, თუ რა იყო ყველაზე საინტერესო ამ პროექტში, მგონია, ყველა ერთ აზრზე იქნება. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, როდესაც არა მარტო დიზაინერები, არამედ ქოფირაითერებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები პერსონაჟების და სამყაროს ვიზუალური ნაწილების მოფიქრებაში.
როდესაც პერსონაჟებზე ვმუშაობდით, ყველა იდეას ჩვენსავე ჩაჯღაბნილ უხეშ სკეტჩს ვაყოლებდით (ძირითადად Paint-ში შესრულებულს). მაგალითად, შემიძლია განახოთ კრიტიკავერგადატანილი პერსონაჟი, რომელიც არავის მოეწონა:
ყოველთვის კარგ პერსონაჟს ვერ მოიფიქრებ. ხანდახან ასეთი საშინელებებიც მოგდის თავში.
საბოლოო ვიზუალებზე ჩვენმა ილუსტრატორმა, დათო მსახურაძემ და არტ დირექტორმა ნიკა მინაშვილმა იმუშავეს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მგონია, ზუსტად გაითავისეს ის სული, რაც “სხვა სამყაროს” უნდა ჰქონოდა. ამის გარდა, მათმა ნამუშევრებმა ინსპირაცია მოგვცა, რომ შინაარსობრივი ნაწილები კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა.
როგორ განვითარდება სხვა სამყაროს ისტორია?
Spoiler-ები სიბოროტეა და ყველას გისურვებთ, რომ სულ მინიმუმ, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, არავინ არაფერი დაგისპოილეროთ.
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ან არ დამთავრდება კარგად.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები