საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Touch Summit გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარების და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 7 – 8 დეკემბერს, რიგით მეშვიდე Touch Summit გაიმართება.
Touch Summit ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც წელს სტარტაპებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს — Acrobator VC და Crosspring მოიზიდონ 1 მილიონ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორში B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან ვენჩორული ფონდებიდან ინვესტიციის მოზიდვით.
დაინტერესებულ სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ 17 ნოემბრამდე გამოგზავნონ განაცხადი. ნახევარფინალისთვის, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართება, 10 სტარტაპი შეირჩევა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ფინალურ ტურამდე სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები გაიაროს და საკუთარი კომპანია VC ფონების წარმომადგენლებისგან შემდგარ ჟიურის წარუდგინოს. 8 დეკემბერს კი ფინალი გაიმართება, სადაც 3 ფინალისტი სტარტაპი სამიტის მთავარ სცენაზე შეძლებს წარდგენას. კონკურსის გამარჯვებული დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება.
გაითვალისწინეთ, Startup Challenge-ში მონაწილეობისთვის აუცილებელია, სტარტაპს ჰქონდეს Touch Summit-ზე დასასწრები Startup Pass.
აპლიკაციის შესავსებად და ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სამიტის ფარგლებში სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 50-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა, დამსწრე დელეგატებს ადგილზე გააცნონ საკუთარი პროდუქტი.
ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) დაესწრება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიის და EMEA რეგიონებიდან. 100 ზე მეტი სტარტაპი კი საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემიდან იქნება წარმოდგენილი.
Touch Summit-ს ექნება 3 სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საიინვესტიციო ისტორიების.
პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.
წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.
სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორიცაა: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ბევრი სხვა.
Early bird ბილეთების გაყიდვა ხვალ სრულდება. ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch23/get-pass
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრები აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით მაჩვენებელი ხელოვნურად შემცირდა რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრები აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით მაჩვენებელი ხელოვნურად შემცირდა
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
კომენტარები