თეგეტას მრავალწლიანი გამოცდილება მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისში
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა საქართველოს მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებაში წლებია, აქტიურად მონაწილეობს. თბილისში, 2016 წელს, ავტობუსების რეფორმის ერთ-ერთი პირველი ტენდერი Tegeta Truck & Bus-მა - ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ და გერმანული ბრენდის, MAN-ის, ოფიციალურმა დისტრიბუტორმა მოიგო. მაშინ დედაქალაქის ავტოპარკს ბავარიული კომპანიის, MAN-ის, 144 ერთეული 12-მეტრიანი, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე ავტობუსი გადაეცა. მას შემდეგ თეგეტა კიდევ რამდენიმე მუნიციპალური ტენდერის გამარჯვებული გახდა და დღეის მდგომარეობით მგზავრებს თბილისში, თეგეტას მიერ ოპერირებადი, 500-მდე სხვადასხვა ბრენდის ავტობუსი, მათ შორის, MAN-ის 234 ერთეული ემსახურება. 2024 წლიდან კი თეგეტა დედაქალაქს დამატებით 160 ერთეული MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსით მოამარაგებს.
მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაში თეგეტა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ჩაერთო. ერევნის მოსახლეობა თეგეტასგან მიწოდებული MAN-ის 87 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსით უკვე სარგებლობს.
ავტობუსების ჩამოყვანა და გადაცემა სატენდერო ხელშეკრულების მხოლოდ პირველი ნაწილია, რის შემდეგაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და ის ტრანსპორტის სერვისსა და ავტობუსების გამართულობაზე პასუხისმგებლობას გულისხმობს.
პასუხისმგებლობას კი წლებია, პროფესიონალთა გუნდი თავს წარმატებით ართმევს. საუბარია საგანგებოდ გადამზადებულ შემადგენლობაზე, რომელიც თეგეტას 2016 წელს MAN-ის ავტობუსების შემოყვანისთვის შემოუერთდა და 7-წლიანი თანამშრომლობის პარალელურად მუდმივად ვითარდება. თეგეტას ტექნიკოსები MAN-ის ცენტრალურ ოფისში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სპეციალურ გადამზადებას ყოველწლიურად გადიან.
გუნდი, რომელიც MAN-ის ავტობუსებს თბილისში ემსახურება, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისგან შედგება: 6 ელექტრიკოსისგან, სავალი ნაწილის 11 მექანიკოსისგან, 2 მღებავისა და 2 მეთუნუქისგან. ისინი წლის განმავლობაში დაახლოებით 21 000 ერთეული სხვადასხვა ტიპის სარემონტო საქმეს ასრულებენ, რაშიც გეგმური და არაგეგმური სამუშაოებიც იგულისხმება.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ლევან აბესაძე, MAN-ის სერვისცენტრის ხელმძღვანელი: "2017 წელს MAN-ის ავტობუსების სერვისის პირველი ჯგუფი, სულ, 8 სპეციალისტისგან შედგებოდა. მათი პროფესიულ-კარიერული ჩამოყალიბება-განვითარება სწორედ თეგეტაში შედგა, შესაბამისად, მათ ჰქონდათ საბაზისო ცოდნა, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო გაიმყარეს, გაიღრმავეს და სხვებსაც გაუზიარეს.
დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა დამატებითი კადრების მოძიება. შერჩევის პროცესში გადამწყვეტი მათი გამოცდილება იყო. პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობდა კადრების ინტენსიური გადამზადება. ავტობუსების სისტემა მოცულობითი და კომპლექსური სფეროა. ნებისმიერი დაზიანების აღმოფხვრას საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება. ამ ტიპის ტექნიკასთან მუშაობა გაცილებით მეტ მოქნილობასა და ოპერატიულობას მოითხოვს, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტის დროულად დაბრუნება ავტოპარკში მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან და კომფორტთან პირდაპირ კავშირშია. 7 წლის განმავლობაში ჩვენს გუნდს მასშტაბური სამუშაოების ჩატარება მოუწია. მათ შორის იყო უამრავი რთული ამოცანა, რომლებსაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით გავართვით თავი. ჩვენი თანამშრომლები ერევანშიც იმყოფებიან და, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, ემსახურებიან MAN-ის ავტობუსებს.
ჩვენ ყველა სიახლეს ფეხდაფეხ მივყვებით, ვეცნობით და ვნერგავთ ყოველდღიურ საქმიანობაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სერვისცენტრის სპეციალისტები MAN-ის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ".
საქართველოში MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრის სპეციალისტები ახალი და მასშტაბური გამოწვევისთვის ემზადებიან. თბილისის ავტოპარკის 18-მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსებით განახლების პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანია, რაც ამ მიმართულებით ჩვენს რეგიონში განხორციელებულა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გამოწვევა ახალ ეტაპზე გადასვლას, გაფართოებას, დამატებით გამოცდილებას ნიშნავს.
ლევან აბესაძე, MAN-ის სერვისცენტრის ხელმძღვანელი: "160 ერთეული 18-მეტრიანი გერმანული ბრენდის თანამედროვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუნებრივ აირზე(CNG) მუშაობს, დედაქალაქს 2024 წელს გადაეცემა. თეგეტასთვის ეს კიდევ ერთი, ძალიან მასშტაბური და საპასუხისმგებლო პროექტია. ჩვენი მთავარი ამოცანა კი მისი წარმატებით განხორციელებაა, რაც გულისხმობს ავტობუსების ჩამოყვანას, გამართვასა და სრულყოფილი სერვისის უზრუნველყოფას.
სანამ მომავალ მფლობელს ჩაჰბარდება, ავტობუსს წინასწარ ათვალიერებენ როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკური კუთხით. ასევე დეტალურად მოწმდება ელექტროსისტემა, ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით. ახალი მოდელის ავტობუსს ბევრი დამატებითი კომპონენტი აქვს, რომელთა სრულად შესწავლაცაა საჭირო.
ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, თუმცა მას უკვე მრავალწლიანი გამოცდილებით ვხვდებით. პროექტის წარმატების გარანტს კი ადგილობრივი სპეციალისტების ცოდნა, მწარმოებელთან ინტენსიური მუშაობა და პროფესიული ტრენინგები ქმნის".
თეგეტაში სჯერათ, რომ ყოველი დიდი პროექტის წარმატების მთავარი გარანტი სწორედ ის გუნდია, რომელიც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და რომლებისთვისაც ყოველი ახალი ამოცანა ცოდნისა და პროფესიონალიზმის გაღრმავების მორიგი შესაძლებლობაა. სწორედ ამ პრინციპით მუშაობენ MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში, სადაც ყოველდღიურად 30-ამდე ადამიანი თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულობაზე ზრუნავს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
გამოვავლინეთ ადამიანი, რომელიც On.ge-ის ქვიზებში ყველაზე მეტჯერ ჩაიჭრა გამოვავლინეთ ადამიანი, რომელიც On.ge-ის ქვიზებში ყველაზე მეტჯერ ჩაიჭრა
-
ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
-
ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან
გადახედვა
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
კომენტარები