ვასო ურუშაძე

24 Oct. 2023, 12:46

დღეს ქალაქში ყოველდღიურ პრობლემად იქცა საცობები, რომელსაც თამამად შეგვიძლია დავარქვათ კალაძის საცობები. ის რაც ქალაქში ხდება, ეს არის კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი. ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ საათობით დგომა საცობში და ეს არის გამოწველი იმ არასწორი პოლიტიკის, იმ კორუფციული ინტერესების გამო, რომელიც ამოძრავებს კახი კალაძეს და მის გუნდს. გმირთა მოედანი არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა თბილისის მერი და როგორ ასრულებს დაპირებებს, რომელი დაპირებითაც ის მოვიდა მერის თანამდებობაზე და თბილისელებს ჰპირდებოდა, რომ თბილისში აღარ იქნებოდა საცობები, რომ თბილისში გამართული იქნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოწყობილი იქნებოდა ინფრასტრუქტურა და ა.შ. რეალურად, დღეს ჩვენ ვართ კახი კალაძის ტყუილების ტყვეობაში და ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა გადაადგილებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ერთი უბნიდან მეორე უბნამდე მივაღწიოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის…