რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
ფოტო: Pablo Larrain | The Voice / NBC
სულაც არაა გასაკვირი, რომ ახალი ამბებით დატვირთული აღმოჩნდა გასული კვირაც. კულტურისა და პოპკულტურის სიახლეებთან ერთად, საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიიქცია დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ახლო აღმოსავლეთში. იმისათვის, რომ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებიდან არცერთი გამოგრჩეს, ტრადიციულად, ერთ სტატიაში მოვუყარეთ თავი ყველა მათგანს.
1. მარია კალასის როლში ანჯელინა ჯოლის პირველი ფოტოები გავრცელდა
ფოტო: Pablo Larrain
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი Maria ცნობილი საოპერო მომღერლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი მარია კალასის მსოფლიო აღიარებისა და ამავდროულად, მომღერლის ტრაგიკული ისტორიის შესახებაც გვიამბობს. ფილმს უკვე 8 კვირაა პარიზში, საბერძნეთში, ბუდაპეშტსა და მილანში იღებენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. The Crown-ის ბოლო სეზონის ტრეილერი გავრცელდა
ფოტო: Netflix
სერიალის მე-6 სეზონი სამეფო ოჯახში 2000 წლის შემდგომ მომხდარ ამბებზე მოგვიყვება. სეზონი ორ ნაწილად გამოვა: პირველი ნაწილის პრემიერა 16 ნოემბერს იგეგმება, მეორის კი — 14 დეკემბერს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. ცნობილი ადამიანები ჰამასის ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურნენ
ფოტო: Getty Images
დაჯგუფება ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ებრაულ სახელმწიფოს სოლიდარობა და მხარდაჭერა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის, მადონამ, ნატალი პორტმანმა და გალ გადოთმა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ჰამასის მხარდაჭერის გამო ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფას კონტრაქტი შეუწყვიტეს
ფოტო: Edward Berthelot / Getty Images
ხალიფამ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ისრაელში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და თავდასხმაზე პასუხისმგებელ ჰამასს, რომელსაც არაერთი ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, მხარდამჭერი კომენტარები მიუძღვნა. განცხადებებს მომხმარებლების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. ქართველი მომღერალი Nini Iris ამერიკული ვოისის კონკურსში ჩაერთო
ფოტო: The Voice / NBC
ნინი ბრეგვაძემ, სასცენო სახელით Nini Iris, "ბრმა ქასთინგზე" სიმღერა I See Red შეასრულა და ოთხივე მწვრთნელი ერთიმეორის მიყოლებით შემოატრიალა. ირლანდიელმა პოპვარსკვლავმა და ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ნაილ ჰორანმა, ნინის კონკურსის "პოტენციური გამარჯვებული" უწოდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. ქართველი კონკურსანტი გამოჩნდა გერმანული ვოისის სცენაზეც
ფოტო: The Voice of Germany
19 წლის ქართველმა მომღერალმა ლიზი გოზალიშვილმა გერმანული მეგაშოუს შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა და კონკურსში ჩაერთო. ლიზიმ, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს, "ბრმა ქასთინგზე" მაიკლ ჯექსონის სიმღერა Earth Song შეასრულა და ჟიურის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. ტიმოთი შალამეს მონაწილეობით გადაღებული ახალი ფილმის, ვონკას, პოსტერები გავრცელდა
ფოტო: Warner Bros.
ეს ფილმი როალდ დალის ცნობილი რომანის, ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, მორიგი ეკრანიზაციაა. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, ვილი ვონკას ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს იმ დრომდე, სანამ ის ცნობილ შოკოლადის ქარხანას გახსნიდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. სერიალ Suits-ის დაბრუნება დაანონსდა
ფოტო: NBC Universal
სერიალის სპინოფზე კვლავაც რეჟისორი აარონ კორში იმუშავებს. მასში მოქმედება კი ისევ ნიუ-იორკის ერთ-ერთი იურიდიული ფირმის თანამშრომლების, მათ შორის, ჰარვი სპექტერისა და მაიკ როსის გარშემო განვითარდება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. სასამართლომ ჯონასისა და ტერნერის შვილების მეურვეობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა
ფოტო: Getty Images
სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მშობელს 3 წლის ვილასა და 15 თვის დელფინზე თანაბარი უფლებები ექნება და ბავშვებთან დროს ერთნაირი ინტერვალებით გაატარებენ. განაჩენი 2024 წლის დასაწყისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი გადაიხედება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. გამოვიდა სიმღერა, რომელიც საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე წარადგენს
ფოტო: პირველი არხი / საზოგადოებრივი მაუწყებელი
სიმღერა, სახელწოდებით Over The Sky, მებო ნუცუბიძისა და ბეთხოს (ირაკლი მანჩხაშვილი) ნამუშევარია. მას ნოემბერში, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში შეასრულებენ ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
კომენტარები